ავტორი:

ვინ არის ბათუმში პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული - "იმ მოტივით დაჭრა, რომ იგი სამართალდამცავი იყო"

ვინ არის ბათუმში პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული - "იმ მოტივით დაჭრა, რომ იგი სამართალდამცავი იყო"

ვინ არის ბათუმში პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული - "იმ მოტივით დაჭრა, რომ იგი სამართალდამცავი იყო"

ბათუმში, პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. დაკავებული გელა ჭაღალიძის მიმართ სასამართლო აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს. როგორც პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა პოლიციელი იმ მოტივით დაჭრა, რომ იგი სამართალდამცავი იყო.

მისივე ინფორმაციით, გამოძიება დაკავებულს „სისხლის სამართლის კოდექსის" ორი მუხლით ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, ბრალდებულს გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" ორი მუხლით 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 19. 353-ე მუხლის მესამე ნაწილით ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

„ბრალდებულმა კანონით გათვალისწინებული დუმილის უფლება გამოიყენა და გამოკითხვაზე უარი განაცხადა.

ბრალდებულის ჩადენილი დანაშაული, დასაბუთებული ვარაუდით, პოლიციელის სამსახურეობრივ მოვალეობას უკავშირდება. მან განახორციელა თავდასხმა პოლიციელზე იმიტომ, რომ ის იყო პოლიციელი. ბრალდებული ნასამართლევი არ არის, თუმცა რამდენჯერმე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. მათ შორის 2018 წელს, პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობა. თუკი იქნება ინფორმაცია, რომ ბრალდებულს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემა, მაშინ შესაბამისი ექსპერტიზა ჩატარდება",- განაცხადა პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ 18 დეკემბერს საღამოს საპატრულო ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი ოთარ ლორთქიფანიძე მოქალაქემ მოულოდნელად დაჭრა. ბრალდებული მეწყვილემ ადგილზე დააკავა. რაც შეეხება დაშავებულ პოლიციელს, ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადის. ექიმების ცნობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

"ცოტნე და ბრალდებულები დაჭრამდე ერთ სუფრასთან იყვნენ" -  რას ამბობს გამსახურდიას საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წელი და 9 თვე მიუსაჯა - რას აცხადებენ სუს-ში