ავტორი:

"...ეს საკმაოდ რთულია, ერთეულებს გამოსდით" - როგორ აფასებს ნიკოლოზ რაჭველი "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტებს

"...ეს საკმაოდ რთულია, ერთეულებს გამოსდით" - როგორ აფასებს ნიკოლოზ რაჭველი "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტებს

მეგაპროექტის „მხოლოდ ქართული“ პირველი ლაივკონცერტი, როგორც უკვე იცით, გასულ ორშაბათს შედგა და ის კომპოზიტორ გია ყანჩელის მუსიკით გაიხსნა.

კონკურსანტებმა კომპოზიტორის მუსიკა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით შეასრულეს.

AMBEBI.GE ნიკა რაჭველს ესაუბრა, რომელიც ამ პროექტთან აქტიურად თანამშრომლობს. რას ფიქრობს ის „მხოლოდ ქართულზე“, როგორ მუშაობენ ზოგადად ქართულ მუსიკაზე მომღელები და რა რისკები არსებობს ამ პერიოდში.

ნიკოლოზ რაჭველი:

- პროექტი „მხოლოდ ქართული“ მიმაჩნია, რომ ბრწყინვალე იდეაა, თუმცა მისი განხორციელება გაცილებით მეტ რისკს აჩენს, ვიდრე ნებისმიერი ფორმატის პროექტი, რომელშიც არ არის დაკონკრეტებული მუსიკა. იცით, რომ ჩვენი ახალი თაობის მომღელები ბოლო დროს უცხოური სიმღერის მოსმენით გაიზარდნენ და დღესაც ასეა. მას ხშირად ჟიურის წევრებიც ასრულებენ, ამიტომ ფართო აუდიტორიაც შეჩვეულია ამას და შეიძლება არ იყოს ის ისეთი მგრძნობიარე, კრიტიკული, როგორც ქართული სიმღერის მოსმენისას, რადგანაც ნებისმიერი საკუთარს გაცილებით გრძნობს.

ამიტომ, ასეთ დროს ქართულ ენაზე შესრულებული ქართული სიმღერა უპირველესად ახალი მუსიკალური ვერსიების შექმნის ხარჯზე მრავალფეროვანი უნდა გახადო, რამაც ასევე უნდა გაამართლოს. ის ორიგინალურობის პარალელურად, დამაჯერებლიც უნდა იყოს.

ეს საკმაოდ რთულია, ერთეულებს გამოსდით, რაც ჩემთვის გამორჩეულად დასაფასებელია.

- ამ საქმეში ზვიად ბოლქვაძის როლი დიდია...

- დიახ, ზვიად ბოლქვაძის როლი ამ საქმეში დიდია, მაგრამ არც ზვიად ბოლქვაძეს და არც მე, ეს ყველაფერი ყოველთვის ბოლომდე კარგად არ გამოგვდის.

იმის გამო, რომ მუსიკა საინტერესო გავხადოთ, ამა თუ იმ მუსიკის გადასხვაფერებაში ხელოვნური ჩართვა გვიწევს. მეორე მხრივ, რთულია ქართულ ენაზე იყო ძალიან გამომსახველი, ისეთი გემოვნებით შეასრულო, ჩარჩოდან არ ამოვადეს.

ამასთან, ჩვენი მსმენელი მომთხოვნია, გემოვნებიანი, თვითონ სიმღერებიც ასეთია და ეს ყველაფერი ამიტომ არის რთული.

ისეთი რამ უფრო იშვიათად ხდება, როცა ძალიან გამოკვეთილი ვარსკვლავი გამოჩნდება ხოლმე პროექტში, თუმცა ამის მაგალითი გვაქვს, თუნდაც სოფო ბათილაშვილის სახით, რომელიც მთელ ქვეყანაში ამ პროექტით გახდა ძვირფასი და გამორჩეული მომღერალი. გავიხარებდი, რომ პროექტს ყოველ სეზონზე მსგავსი დონის მომღერალი აღმოეჩინოს.

- კონკურსანტებმა გია ყანჩელის მუსიკა პირველივე ტურზე თქვენი დახმარებით შეასრულეს. რამდენად შეძლეს და დაძლიეს ურთულესი ამოცანა?

- ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე კმაყოფილი ვარ, მაგრამ მათ ეს უნდა ეცადათ, იმისთვის, რომ ოდესღაც მართლაც სრულყოფილად შეძლონ ამის შესრულება. საბოლოოდ, ვიტყვი იმას, რომ ეს არის გაბედული პროექტი, ძალიან მნიშვნელოვანიც, რადგანაც, როგორც აღვნიშნე, იმდენად ტრენდული გახდა ჩვენი მომღელებისთვის უცხოური სიმღერების შესრულება, რომ „მხოლოდ ქართულმა“ კიდევ ერთხელ გააკეთა კონცენტრაცია იმაზე, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ბევრი საინტერესო კომპოზიტორი ბევრ და კარგ მუსიკას წერდა. მომღერლებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ ამას და სწორედ ამ პროექტმა გაამახვილა ამაზე ყურადღება.

ნინო სურგულაძე ტყუპის დედა გახდება - "ჩემთვისაც შოკისმომგვრელი იყო..."

26 დეკემბერს „ქართული ბრენდის დღე 2019“ გაიმართება

„ისრაელის სახლი“ ნინო სურგულაძის ფონდთან ერთად საქველმოქმედო საღამოს გამართავს