ავტორი:

ლეგენდარული ნიუ-იორკელი დიჯეი Joe Claussell 31 დეკემბერს თბილისში დაუკრავს

ლეგენდარული ნიუ-იორკელი დიჯეი Joe Claussell 31 დეკემბერს თბილისში დაუკრავს

ივენთ კომპანია Origami / ორიგამი-ს ორგანიზებით, ახალი წლის ღამით, 31 დეკემბერს, ქართველი მსმენელის წინაშე ჰაუს მუსიკის ერთ-ერთი წამყვანი Joe Claussell-ი პირველად წარდგება.

ლეგენდარული დიჯეი მსმენელის წინაშე რიყეზე, ყოფილი ბუდა ბარის ტერიტორიაზე გამართულ საახალწლო ღონისძიებაზე დაუკრავს. ახალი წლის ღამის Line Up ასეთია: 01:00-03:00 MICRO BAX; 03:00-05:00 JOE CLAUSSELL; 05:00- END 98DOTS.

Joe Claussell-ი წარმოშობით ამერიკელი მუსიკოსი, დიჯეი და პროდუსერია, რომელმაც ჯერ კიდევ 1996 წელს დააარსა დამოუკიდებელი ეკლექტიკური ლეიბლი - Spiritual Life Music. ამ უკანასკნელი ლეიბლის ჟღერადობაც ინსპირირებულია ორგანული აფრიკული, ბრაზილიური, ლათინური და შუა აღმოსავლეთის რითმებით.

ამავე წელს წელს, Claussell-მა დააფუძნა François K და Danny Krivit-თან ერთად ლეგენდარული ნიუ-იორკის ივენთების სერია “Body & Soul”. მუსიკის მოყვარულები მთელი მსოფლიოდან რეგულარულად ესწრებიან საღამოს, რომელიც მათ სთავაზობს სრულიად უნიკალურ მოგზაურობას სოულის, დისკოს, ფანქისა და ჰაუსის სამყაროში.

“ივენთ კომპანია „ორიგამი“ დაახლოებით ერთი წლის წინ შეიქმნა და საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღო როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 31 დეკემბერს, ყოფილ ბუდა ბარში 00:00 საათიდან, ყველაზე ბედნიერი ლამაზი და განსხვავებული განწყობითა და შემსრულებლებით დავხვდებით სტუმრებს. სამომავლოდ კი, მსმენელს გავანებივრებთ ბევრი საინტერესო არტისტით, გვექნება მასშტაბური ივენთები და ასევე შედარებით პატარა განსხვავებული საღამოები ყოფილ ბუდა ბარში.“ აცხადებს „ორიგამის“ პიარ მენეჯერი - ნინო ჯანელიძე.

Joe Claussell დღემდე სამ ალბომის, ორმოცამდე სინგლისა და EP-ს მფლობელია. მან დააფუძნა ორი ლეიბლი: Spiritual Life Music და Ibadan. ასევე, მფლობელია ფირფიტების მაღაზიის ‘’Dance Tracks”. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა ისეთი არტისტების კომპოზიციების რემიქსებზე როგორიც არის: FemiKuti, Diana Ross, Nina Simone , Herbie Hancock, Beth Orton, Steward Mathewman (Sade), Cassandra Wilson, Cesoria Evora, Manuel Göttschin და მრავალი სხვა.

Claussell-ის შემოქმედება ძირითადად ჰაუსისა და დისკოს ჟღერადობით გამოირჩევა, თუმცა ყოველთვის დატვირთულია ექსპერიმენტებითა და სხვა ჟანრებთან საინტერესო სინთეზით. Claussell დღესდღეობით თანამშრომლობს ექსტრაორდინალურ პიანისტთან, Bugge Wesseltoft-თან ბენდში, სადაც ერთიანდებიან ERIK TRUFFAZ, Torun Eriksen, Ilhan Ersahin და Med Band.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

ავტორი: თეკლე ჯანელიძე

კონსერვატორიაში ძველი როიალები ახლებით უნდა ჩანაცვლდეს - "ამბებს მიღმას" პარტნიორობით საზოგადოებრივ კამპანიას ჩაეყარა საფუძველი

"მე ჩემი თავის იმედი მაქვს და საკუთარ თავს ვგულშემატკივრობ" - "საქართველოს ვარსკვლავის" 4 ფინალისტის პროგნოზები შოუს ფინალზე

"ბევრი ვიწვალე, მაგრამ ჟიურიმ მაინც მე გამიშვა..." - მარტა ბარამიძის პირველი კომენტარი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ