ავტორი:

განახლებული ცნობები ატენის ხეობაში ხანძრის შესახებ  - მიმდინარეობს დამატებითი ტექნიკის მობილიზება

განახლებული ცნობები ატენის ხეობაში ხანძრის შესახებ  - მიმდინარეობს დამატებითი ტექნიკის მობილიზება

ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციოდ დამატებითი ტექნიკის მობილიზება ხდება. ამ წუთებში შემთხვევის ადგილის მიმართულებით რამდენიმე ერთეული სპეცტექნიკა გადაადგილდება.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მეორე დღეა მიმდინარეობს. ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გარდა, ცეცხლის ქრობის პროცესში დილიდან არის ჩართული სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

ცეცხლი წიწვოვანი ტყის მასივშია გაჩენილი. სალიკვიდაციო სამუშაოების მართვა იმ შტაბიდან ხდება, რომელიც ადგილზეა შექმნილი.

10 ადგილი საქართველოში, სადაც მეხანძრეები ტყის ხანძრს ამ დრომდე ებრძვიან

ავარია ქობულეთში - გარდაცვლილია 4 ადამიანი, არიან დაშავებულები

თბილისის 77-ე საჯარო სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლე ცემეს - შსს-მ  გამოძიება დაიწყო