ავტორი:

ავარია ქობულეთში - გარდაცვლილია 4 ადამიანი, არიან დაშავებულები

ავარია ქობულეთში - გარდაცვლილია 4 ადამიანი, არიან დაშავებულები

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ერთი მცირეწლოვანი და ახალგაზრდა მამაკაცი ქობულეთის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. დაღუპულთა შორის ერთი არასრულწლოვანია.

ერთ-ერთი დაშავებული 45 წლის მამაკაცი ქობულეთის კლინიკა "ევექსში" არის მოთავსებული. მას თავის არეში მძიმე ტრავმები აქვს მიყენებული. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა AMBEBI.GE-ს განუცხადა, დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, ისინი სავარაუდოდ, ნათესავები არიან. ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს გარდაცვლილთა იდენტიფიკაცია.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.

ფაქტზე გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით აწარმოებს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

17 წლის მოზარდები არიან, ერთ კლასში სწავლობდნენ - მტირალას მთასთან მომხდარი ავარიის დეტალები

ატენის ხეობის გარდა, ხანძრის კიდევ ერთი კერა რკონის ხეობაში გაჩნდა - საგანგებოს უფროსის  კომენტარი

განახლებული ცნობები ატენის ხეობაში ხანძრის შესახებ  - მიმდინარეობს დამატებითი ტექნიკის მობილიზება