ავტორი:

ატენის ხეობის გარდა, ხანძრის კიდევ ერთი კერა რკონის ხეობაში გაჩნდა - საგანგებოს უფროსის  კომენტარი

ატენის ხეობის გარდა, ხანძრის კიდევ ერთი კერა რკონის ხეობაში გაჩნდა - საგანგებოს უფროსის  კომენტარი

შიდა ქართლში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მეორე ვერტმფრენიც ჩაერთო. ატენის ხეობის გარდა, ხანძრის კიდევ ერთი კერა კასპის მუნიციპალიტეტში, კერძოდ რკონის ხეობაში გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის უფროსის მოადგილის, ლევან ღირსიაშვილის განცხადებით, ატენის ხეობიდან ძალების ნაწილი რკონის ხეობაში გადაიყვანეს, სადაც ასევე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. მეორე ვერტმფრენი სწორედ კასპის მუნიციპალიტეტში არსებული ხანძრის კერის სალიკვიდაციო სამუშაოებშია ჩართული.

რაც შეეხება ატენის ხეობას, შიდა ქართლის გუბერნატორის, გიგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები საკმაოდ ეფექტურად მიმდინარეობს და ვითარების გართულება მოსალოდნელი აღარ არის.

„სოფელ ორმოცის სიახლოვეს საკმაოდ ინტენსიურ რეჟიმში მეორე დღეა უწყვეტად მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს მეხანძრე-მაშველების გარდა, სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია თბილისის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის მეხანძრეები. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო, მთელი ღამის განმავლობაში ცოცხალი ძალის, ქვეითების ინტენსიურ რეჟიმში მუშაობა. მოგეხსენებათ, რთული რელიეფის გამო ცეცხლის კერებამდე სახანძრო ტექნიკის გადაადგილება ვერ ხერხდება, შესაბამისად, საკმაოდ სერიოზული სამუშაო გასწიეს ქვეითმა მეხანძრეებმა და ხანძრის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილება შეძლეს. შემიძლია გითხრათ, რომ ვითარება კეთილსაიმედოა და მდგომარეობის გართულებას ამ ეტაპზე აღარ ველოდებით“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

"ვედროს სახელური მოწყდა და მყოფს თავზე დაეცა" - ზუგდიდში ჭის წმენდის დროს მამაკაცი დაიღუპა

17 წლის მოზარდები არიან, ერთ კლასში სწავლობდნენ - მტირალას მთასთან მომხდარი ავარიის დეტალები

განახლებული ცნობები ატენის ხეობაში ხანძრის შესახებ  - მიმდინარეობს დამატებითი ტექნიკის მობილიზება