ავტორი:

"მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისთვის" - პატრიარქის ქადაგება აღსაყდრების საიუბილეო წირვაზე

"მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისთვის" - პატრიარქის ქადაგება აღსაყდრების საიუბილეო წირვაზე

"ჩვენი ერი ღვთისაგან დაჯილდოებულია სიყვარულით და ამ სიყვარულს უნდა გავუფრთხილდეთ. სიყვარულზე სიძულვილით არ უნდა ვუპასუხოთ" - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძარში განაცხადა, სადაც პატრიარქის აღსაყდრებასთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა გაიმართა.

პატრიარქმა ქართველ ერს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დღეს ისტორიული დღეა.

"დღეს ნამდვილად არის ისტორიული დღე, ეს არის ღვთის დიდი წყალობა, ღვთის მადლი, რომელიც მოგვფინა ჩვენ ყველას.

მადლობელი ვარ ღვთისა და ჩვენი ერისა, რომ მომეცა საშუალება შემესრულებინა ეს საქმე, ჩვენი ერი ღვთისაგან დაჯილდოებულია სიყვარულით და ამ სიყვარულს უნდა გავუფრთხილდეთ. სიყვარულზე სიძულვილით არ უნდა ვუპასუხოთ. მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისთვის. დალოცვილი იყავით “,- ბრძანა პატრიარქმა.

25 დეკემბერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა. პატრიარქის აღსაყდრებიდან დღეს 42 წელი შესრულდა. ამასთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღმთო ლიტურგია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შესრულდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. მას სახელად ილია მეორე ეწოდა.

პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია და 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი იყო. დღეისათვის სულ 46 ეპარქია, დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერი და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონია.

ბაკურიანში ე.წ. 25-იანების საბაგიროზე საბჭოთა კავშირის დროინდელ რუბლს იყენებენ - რას პასუხობს ეკონომიკის სამინისტრო დამსვენებლებს

"დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩვენთან შესახვედრად საკაცით ჩამოჰყავთ" - მიხეილ რამიშვილი

დღეიდან ჭავჭავაძის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიცვლება