ავტორი:

"მხოლოდ ქართულის" კონკურსანტი, რომლის "ოჯახში ქათამიც კი მღერის" - ანა ქურთუბაძის ცხოვრება სცენაზე და სცენის მიღმა

"მხოლოდ ქართულის" კონკურსანტი, რომლის "ოჯახში ქათამიც კი მღერის" - ანა ქურთუბაძის ცხოვრება სცენაზე და სცენის მიღმა

"მხოლოდ ქართულის" კონკურსანტებს მეორე ლაივკონცერტზე რთული ამოცანა ჰქონდათ - ძველი სიმღერების ახლებური ვერსიები, რომელსაც ქართული ალტერნატიული ჯგუფი - "მარტივი გამოსავალი" (ძველი "გამოუვალი მდგომარეობა") ასრულებს, საკუთარი ინტერპრეტაციებით უნდა შეესრულებინათ. მონაწილეებმა გაუძლეს გამოცდას, იყო ღელვა, ემოციები...

აუთსაიდერებში მოხვდნენ მარიამ მახათაძე და ანა ქურთუბაძე, თუმცა პროექტის გენერალურმა პროდიუსერმა, ნიკა გვარამიამ ორივე გადაარჩინა. მან ვეტოს უფლება გამოიყენა.

AMBEBI.GE ერთ-ერთ მათგანს, ანა ქურთუბაძეს ესაუბრა. ის პროფესიით მსახიობია, მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი.

მღერის ბავშვობიდან, რადგანაც მუსიკალურ ოჯახშია დაბადებულ-გაზრდილი. მის ბიოგრაფიაში ბევრი საინტერესო ეპიზოდი ყოფილა. იყო ასეთიც, როდესაც 2008 წელს „ჯეოსტარის“ კონკურსზე ძალები მოსინჯა, თუმცა მაშინ მალე დატოვა კონკურსი, თან ამბობს, რომ „თეატრალურის“ პირველკურსელი იყო და ბევრი რამ კიდევ სასწავლი ჰქონდა.

"რთული დავალება გვქონდა, ძველი სიმღერების განახლებული ვერსიები ჩვენეულად უნდა შეგვესრულებინა. არადა, ეს ყველაფერი შექმნილი და მორგებულია ერთ კონკრეტულ ადამიანზე - ვანიკო თარხნიშვილზე, მისი ხმის დიაპაზონზე. კონკურსზე კი მას ირგებდა შოუს 9 მონაწილე, სხვადასხვა ხასიათის ადამიანი.

ნამდვილად გაგვიჭირდა. ჩემი სიმღერაც ძალიან „დაბლა“ იწყებოდა, კაცის ტონალობაში, მერე ისევ მაღლა უნდა „ავმხტარიყავი“. ამ ყველაფერს ღელვაც ახლდა. მიუხედავად ყველაფრისა, არ მეგონა, თუ აუთრსაიდერებში მოვხვდებოდი, რადგანაც მიმაჩნია, რომ ცუდად არ მიმღერია...

მოკლედ, რთული დღე იყო, ერთდროულად ბევრი ემოცია მივიღე, თუმცა საბოლოოდ ტური შედგა და ყველამ ერთიანი ძალებით ეს მოვახერხეთ. პირველი უცნაურობა, როგორც ვთქვი, ის იყო, რომ ჯერ აუტსაიდერებში მოვხვდი, მერე გავიგე, რომ საერთოდ გავვარდი, პროექტი დავტოვე და შემდეგ კი ნიკა გვარამიამ კონკურსში დამტოვა.

რატომ მოვედი "მხოლოდ ქართულში"?

თავგადასავლები მიყვარს და მინდოდა, რაღაც ახალი მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში. ამასთან, მეგობრებიც სულ მეუბნებოდნენ: მიდი, გადი „მხოლოდ ქართულზეო“. მათაც დავუჯერე, მაგრამ რასაც ველოდი, იმაზე ბევრად რთული რამ აღმოჩნდა. ამ კონკურსში მონაწილეობა უდიდესი სტრესია.

ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, კვირაში ერთხელ ახალ-ახალი სპექტაკლი მაქვს - პრემიერას ვთამაშობ და მას პრემიერას ვადარებ. ოღონდ, ლაივზე მეტად ვნერვიულობ, რადგან ის ჩემი პროფესიაა და ბევრად დარწმუნებული ვარ. თან, აქ ჟიური, მაყურებელი გაფასებს, მაგრამ ჯადოსნური სამყაროც არის.

არაერთ გუნდთან მიმუშავია, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ „მხოლოდ ქართული“ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. იმდენად ერთად და შეკრულად მუშაობენ, რომ გაოცდები, თან, ამის უდიდესი გამოცდილება აქვთ, რაც ლაივებზეც აისახება. მოკლედ, ძალიან მაგარ ადამიანებთან მიწევს ურთიერთობა.

მთავარი საქმე - თეატრი

ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს. თეატრში დატვირთული ვარ, რაც ძალიან მიხარია. უბედურია მსახიობი, როდესაც სცენის გარეშე ცხოვრობს და რეალიზებული არ არის.

მუსიკისა და დრამის თეატრს დიდი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში. ალბათ ბანალური ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ მას სახლს ვადარებ. იმიტომ, რომ იქ დიდ დროს ვატარებ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ახალი სპექტაკლის დადგმა იწყება. ჩვენი რეჟისორი, დავით დოიაშვილი გვეუბნება - "აბა, დატოვეთ სახლში თქვენი ფოტოსურათები, რომ ხანდახან შეგხედონ“, რადგანაც მართლა თეატრში ვატარებთ დროს.

სერიალები, სერიალები...

ალბათ 6-7 სერიალია, რომელშიც ვმონაწილეობდი და ახლაც გადის ერთ-ერთი. ეს საქმე იმაში მეხმარება, რომ პოპულარული ვიყო და როგორც მსახიობი, უფრო მოთხოვნადი.

მაყურებლისგან ვიღაცას ცხადია, უყვარხარ, ვიღაცას - არა, მაგრამ თვითონ ამ საქმიდან დადებით ემოციას ვიღებ. ეს ჩემი პროფესიის შემადგენელი ნაწილია და ესეც ძალიან მიყვარს. თუმცა გამოვყოფდი სერიალს „შუა ქალაქში“, სხვანაირი ფორმატია, „სიტკომია“ (სიტუაციური კომედია). ამ ჟანრში ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს, ალბათ იმიტომ, რომ იქაც თეატრის „სუნი“ ტრიალებს, რადგანაც იქაც მაყურებელი ესწრება და თან, პავილიონში გადაღებაც მიდის.

ბაბუა - ცნობილი ლოტბარი

ბაბუას, ტრისტან სიხარულიძეს ზოგი "ქართული ფოლკლორის ბულბულს" ეძახის. უმეტესად გურულ სიმღერებს ასრულებს. ძალიან ხშირად, წელიწადში რამდენჯერმე ამერიკელები, ფრანგები და არაერთი ქვეყნიდან სტუმრები ჩადიან მასთან და ბაბუა გურულ სიმღერებს ასწავლის. ძალიან სასაცილო პროცესია, როდესაც ისინი ქართულ ტექსტებს იწერენ... უსაზღვროდ მონდომებულები არიან...

ბაბუ 82 წლისაა და გუშინ პრაღაში გაფრინდა. ძალიან აქტიური ადამიანია, ოზურგეთში ფოლკლორული სკოლა აქვს და მისი ხელმძღვანელია.

მამაჩემიც მღეროდა, სამწუხაროდ, დღეს ცოცხალი აღარ არის, მამის მშობლებიც კარგად მღეროდნენ... წარმოიდგინეთ, რძლებიც კი, ვინც ჩვენს ოჯახშია, ყველა მღერის, რაზეც ბაბუ ამბობს ხოლმე - "ჩვენს ოჯახში ქათამიც მღერის".

სანათესაო სიმღერით და ღიღინ-ღიღინით დადის, მაგრამ ახლა რა საქმესაც შევეჭიდე, ეს აბსოლუტურად სხვა რამაა. კონკურსისთვის ნამღერი, მართლა სხვა რაღაც ყოფილა. საკონკურო სიმღერებს თვითონ არ ვირჩევთ. ყოველ ტურზე მარინა ბერიძე ცდილობს, თავი სხვადასხვა ჟანრში გამოვცადოთ. ეს ძალიან მომწონს. ასე დიდ გამოცდილებას ვიღებთ და ბოლოს საკუთარ ნიშასაც იპოვი.

გვიხარია, რომ მარინა ბერიძე ჩვენთან არის, სულს და გულს დებს საქმეში - მთელი ღამე არ მძინავს და ვფიქრობ თქვენს რეპერტუარზე, ვის რა მოუხდება, რომელი სიმღერა აჯობებსო. მე და მარიამ მახათაძე აუტსაიდერებში რომ მოვხვდით, "ვაიმეო" - უცებ შესძახა. დარწმუნებული ვარ, ვინც უნდა ყოფილიყო ჩვენს ადგილას, იმავეს იტყოდა. ასე რომ, დიდი მადლობა მას და საერთოდ პროექტს!

"დიდი ბრძოლა იქნება" - "მასტერშეფის" ფინალში მოვლენები მოულოდნელად განვითარდება

„ქართული ბრენდის დღე 2019“ _ ბრენდ-პერსონა ვაჟა აზარაშვილი - 26 დეკემბერს ,,ბილთმორ თბილისში“ ნაციონალური ბრენდების დაჯილდოება გაიმართა

"ჯარისქალი კონკურსანტი" - გაიცანით, "დიდი სცენის" მონაწილე გოგონა, რომელიც ისრაელის ჯარში მსახურობდა