ავტორი:

ატენის და რკონის ხეობებში, ასევე სოფელ ფახულანში ხანძრს  100-მდე მეხანძრე-მაშველი აქრობს

ატენის და რკონის ხეობებში, ასევე სოფელ ფახულანში ხანძრს  100-მდე მეხანძრე-მაშველი აქრობს

ატენის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამუშაოები დილიდან განახლდა, ხანძრის ქრობის პროცესში ცოცხალი ძალა, 60 მეხანძრე-მაშველია ჩართული.

მათივე ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს რკონის ხეობაშიც. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ვერტმფრენი და 100-მდე მეხანძრე-მაშველი.

რაც შეეხება სამეგრელოს რამდენიმე სოფელში გაჩენილ ხანძარს, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლის ქრობის პროცესი მიმდინარეობს სოფელ ფახულანში და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. მათივე ცნობით, სოფელ ნაწულუკუშიც ხანძარი გაუჩნდა ეკა-ბარდს, თუმცა მისი ლიკვიდაცია დროულად მოხდა. ასევე ლიკვიდირებულია ზედა ეწერში გაჩენილი ხანძარი.

ავარიაში გარდაცვლილი მოზარდების მერხები ჩაქვის სკოლის ეზოში დაალაგეს

"ვედროს სახელური მოწყდა და ჭაში მყოფს თავზე დაეცა" - ზუგდიდში ჭის წმენდის დროს მამაკაცი დაიღუპა

17 წლის მოზარდები არიან, ერთ კლასში სწავლობდნენ - მტირალას მთასთან მომხდარი ავარიის დეტალები