ავტორი:

ავიაკატასტროფა ყაზახეთში - სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 100 ადამიანი იმყოფებოდა, შენობას შეეჯახა

ავიაკატასტროფა ყაზახეთში - სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 100 ადამიანი იმყოფებოდა, შენობას შეეჯახა

ავიაკომპანია Bek Air-ის კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელშიც 95 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა, ყაზახეთის ქალაქ ალმაათთან კატასტროფა განიცადა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დაღუპულია სულ მცირე 14 ადამიანი, 22 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელიც ალმაათიდან ნურ-სულთანში უნდა გაფრენილიყო, აფრენის მცდელობის დროს თავდაპირველად ბეტონის ღობეს, ხოლო შემდეგ ორსართულიან შენობას შეეჯახა.

ყაზახური ავიაკომპანია „ბეკ ეარი“, ჯერჯერობით მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

ბილ გეითსმა საიდუმლო სანტას ადრესატს 36 კილოგრამიანი სასაჩუქრე ყუთი გაუგზავნა - რა აღმოჩნდა ყუთში?

"რია ნოვოსტი" -  მოსკოვი-თბილისის ავტობუსი ამოტრიალდა, დაღუპულია ორი ადამიანი

ლუკაშენკო რუსეთს ბელორუსის შემადგენლობაში შესვლას სთავაზობს