ავტორი:

სემეკმა 2019 წელს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 2.5 მილიონ ლარზე მეტი ჩამოაწერა

სემეკმა 2019 წელს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 2.5 მილიონ ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2019 წლის განმავლობაში, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული 3500 მდე სადავო საკითხი განიხილა. მომხმარებელთა საჩივრების უმეტესობა მათ სასარგებლოდ დაკმაყოფილდა და ერთ წლის განმავლობაში ჩამოწერილი თანხების ჯამმა 2.5 მილიონლარს გადააჭარბა.

წლის განმავლობაში სემეკში გამართულ 114 საჯარო სხდომაზე, კომისიის წევრებმა იმსჯელეს 636 საკითხზე. აქედან, 90% შეეხებოდა მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებულ სადავო საკითხებს. სემეკში განსახილველად შემოსული მომხმარებელთა განცხადება/საჩივრები მოიცავდა კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, გამანაწილებელ ქსელებზე მიერთების პროცედურებსა და ვადებს, კომპანიების დადგენილებებს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურისშეუსაბამო საფეხურის ტარიფით დარიცხვას.

სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს, თუ ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას კომუნალური მომსახურების კომპანიების მხრიდან, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე 16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდზეც.

არის თუ არა  საქართველოში გრიპის ეპიდემია? - პაატა იმნაძე ვაქცინაციისა და ავადობის მაჩვენებლებზე

საქართველოში ბავშვების 44%-ს საბავშვო წიგნები არ აქვს - სპეციალისტი გირჩევთ, რომელ ასაკში რა უნდა წაუკითხოთ პატარებს

"პანდას" ვიდეომიმართვა ბრალდებების საპასუხოდ: "ამას არ ვაკეთებდით "ქართული ოცნების" სიყვარულით, არამედ - ქვეყანაში დიქტატურის დაბრუნების შიშით"