ავტორი:

საახალწლო ფილმები, რომლებიც ცივ ამინდში გულს გაგითბობთ

საახალწლო ფილმები, რომლებიც ცივ ამინდში გულს გაგითბობთ

ახალი წლის პერიოდში ადამიანების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საქმე პოზიტიური, დადებითი ემოციების მომტანი ფილმების ნახვაა. საახალწლო ფილმები მხიარულ და სადღესასწაულო ხასიათზე გვაყენებს.

Ambebi.ge დაგეხმარებით, რომ მაგიური ატმოსფერო შეიქმნათ და განწყობა აიმაღლოთ. ამისთვის კი, საახალწლო ფილმების ჩამონათვალს წარმოგიდგენთ. მერე რა, თუ ზოგიერთი მათგანი უკვე ბევრჯერ გინახავთ. ასე რომ, მოიმზადეთ ცხელი შოკოლადი, მოიხვიეთ პლედი და ჩაუჯექით:

1. "საშობაო დაბნეულობა“/A Very Merry Mix-Up (2013)

ეს გიჟური ისტორია შექმნილია მათთვის, ვისაც უყვარს კეთილი ამბები. მოიმზადეთ ცხელი შოკოლადი, მოიხვიეთ პლედი და ჩაუჯექით. გოგონა, სახელად ელისი საშობაოდ საქმროს მშობლების გაცნობას გეგმავს. აეროპორტში ის ბევრი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება, ბარგი დაეკარგება, ტელეფონი გაუტყდება, თუმცა, საბედნიეროდ, ხვდება უცნობ ადამიანს, მეთს და დაუვიწყარი თავგადასავალიც იწყება.

2. პრინცესას შეცვლა/The Princess Switch (2018)

თუ გინდათ, რომ შობას რომანტიკული ატმოსფერო შექმნათ, ამ ფილმს უნდა უყუროთ. ჰერცოგინია მარგარეტი და უბრალო ჩიკაგოელი გოგონა სტეისი სხვადასხვა სამყაროს ეკუთვნიან. ისინი გადაწყვეტენ ადგილები გაცვალონ და ორივე საინტერესო, ამაღელვებელი ამბის გმირები ხდებიან.

3. "ბრიჯიტ ჯონსის ბავშვი“/Bridget Jones’s Baby (2016)

ამ ფილმში ნაჩვენებია, თუ როგორ ვერ აეწყო ბრიჯიტ ჯონსის კარიერა, მაგრამ ის კვლავ ავლენს თავის სუპერძალას და ყველაზე სულელური სიტუაციებიდანაც ახერხებს თავის დაძვრენას. ფილმი სავსეა მხიარული პასაჟებით. თუ გიყვართ თბილი, სიკეთით სავსე ისტორიები, ბედნიერი დასასრულით, სწორედ ეს ფილმი გჭირდებათ.

4. "ადამიანი, რომელმაც შობა გამოიგონა“/The Man Who Invented Christmas (2017)

ინგლისელ მწერალს, ჩარლზ დიკენსს ცხოვრებაში ბევრი წარუმატებლობა და დიდი ფინანსური პრობლემები აქვს. გამომცემლობები უარით ისტუმრებენ. მიუხედავად ამისა, ის იმედს არ კარავს და გადაწყვეტს, დაწეროს და გამოაქვეყნოს წიგნი სახელად - "საშობაო ზღაპარი“. ეს ფილმი არის სიმბოლო პატიების, მადლიერებისა და სიყვარულის. აქ აღწერილი ისტორია დაგაჯერებით, რომ ოცნებები აუცილებლად აგიხდებათ და რომ შობა-ახალ წელს სასწაულები შეიძლება მოხდეს.

5. "მხიარული შობა“/Nativity! (2009)

მას შემდეგ, რაც სკოლის მასწავლებელი პოლ მედენსი ცხოვრების ხალისს დაკარგავს, ის მიიღებს შეთავაზებას, გახდეს მისტერ პოპის ასისტენტი. პოლს ბევრი უცნაური რამ დაევალება. მან საშობაო წარმოდგენები უნდა გამართოს და ეს წარმოდგენები ჰოლივუდის ვარსკვლავებს მოაწონოს. ყოველივე წარმოუდგენლად მხიარული და ბედნიერი ცხოვრების დასაწყისი აღმოჩნდება.

6. "საშობაო ქრონიკები“/The Christmas Chronicles (2018)

და-ძმა ტედი და ქეითი გადაწყვეტენ, როცა მათთან სანტა მივა, ვიდეო გადაუღონ, რათა დაამტკიცონ, რომ ის ნამდვილად არსებობს. მალე მათი მთავარი მიზანი ხდება ის, რომ სანტასთან ერთად შობა გადაარჩინონ. ეს არის კეთილი და ბედნიერი ამბავი, რომელსაც მთელმა ოჯახმა ერთად უნდა უყუროთ.

7. "რაინდი შობის წინ“/The Knight Before Christmas (2019)

ეს მსუბუქი რომანტიკული კომედიაა, რომელიც გულს სიყვარულითა და ბედნიერებით აგივსებთ და შობა-ახალი წლის მაგიურობაში დაგარწმუნებთ. შუა საუკუნეების რაინდი, სერ კოული მოულოდნელად თანამედროვე ეპოქაში აღმოჩნდება და სკოლის მასწავლებელს, ბრუკს გაიცნობს. ბრუკი ფიქრობს, რომ კოულს ამნეზია აქვს, მის დახმარებას ცდილობს. და წარმოდგენა არ აქვს, რომ სინამდვილეში კოული პრინცია, რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდა.

8. "გაყინული“ II/ Frozen II (2019)

ეს შთამბეჭდავი, შეუდარებელი და კეთილი ისტორიაა მთელი ოჯახისთვის. ფილმი გვიყვება ნამდვილ სიყვარულზე, მეგობრობის ძალაზე და რა თქმა უნდა, მაგიაზე. ეს არის ბავშვებისთვის განსაკუთრებულად საყვარელი ელსას ახალი ვერსია. გმირი სამეფოს გადასარჩენად კვლავ სახიფათო თავგადასავლებში ეხვევა.

9. "უკანასკნელი შობა“/Last Christmas (2019)

ეს ახალი რომანტიკული კომედიაა და წლის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ფილმად ითვლება, რომლის მიმართაც დიდი მოლოდინი იყო. ფილმში ემილია კლარკისა და ემა ტომპსონის შესანიშნავ ტანდემს ნახავთ. მხიარული, რომანტიკული თავგადასავალი და უკვდავი სიმღერა Last Christmas, მთავარი მიზეზებია, რომელთა გამოც, ამ ფილმს უნდა უყუროთ.

როგორ გამოიყურება 15 მილიონიანი ნაძვის ხე? - მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ნაძვის ფოტოები

"ლოგინის ქვეშ დადეთ შვიდი ქვა..." - რა უნდა გააკეთოთ ახალი წლის ღამეს სიყვარულისა და იღბლის მისაზიდად

შავი საქორწინო კაბა და ქორწილი გამხმარ ხესთან - წლის ყველაზე უჩვეულო ცერემონიის ფოტოები