ავტორი:

როგორ იცვლებოდა თბილისის მთავარი ნაძვის ხე ვარდების რევოლუციიდან დღემდე

როგორ იცვლებოდა თბილისის მთავარი ნაძვის ხე ვარდების რევოლუციიდან დღემდე

უკვე რამდენიმე წელია, რაც მოსახლეობა ყოველწლიურად სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავს საახალწლოდ მორთულ თბილისს და ქვეყნის მთავარ ნაძვის ხეს. თუმცა წელს, როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებდიან გამომდინარე, მოკრძალებული ახალი წელი გვექნება.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დღეს, 17 დეკემბერს აინთება და ამ პროცესის ნახვა პირდაპირ ეთერში იქნება შესაძლებელი.

,,17 დეკემბერს აინთება ჩვენი ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე, ვიცი, რომ ძალიან ბევრი პატარა ელოდება ამ დღეს, მინდა მივმართო ყველას, რომ მოემზადონ და ტელეეკრანებიდან ექნებათ შესაძლებლობა, იხილონ ნაძვის ხის ანთება. რა თქმა უნდა, უნდა ჩაიფიქრონ სურვილები და ეს სურვილები აუცილებლად აგიხდებათ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, წელს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე საახალწლო სოფელი არ მოეწყობა, თუმცა მასზე დასახარჯი თანხები სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარდება.

,,ჩვენ წელს არ გვექნება საახალწლო სოფელი იმიტომ, რომ ეს ადამიანებს უბიძგებს თავშეყრისკენ და გაჭირდება კონტროლი არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა, ის თანხები რაც უნდა დახარჯულიყო ამ მიმართულებით მიემართება იმ ოჯახების და ადამიანების დასახმარებლად ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდა და სჭირდება ჩვენი თანადგომა. უნდა ვიყოთ ოპტიმისტურად განწყობილები, რომ ყველა სირთულეს გადავლახავთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, საახალწლო კონცერტები 31 დეკემბერს, 6 იანვარს და 14 იანვარს გაიმართება, რომელთა ტრანსლირებაც ასევე პირდაპირ ეთერში მოხდება.

,,გარდა ამისა, ჩვენ გვექნება რამდენიმე კონცერტი. 31 დეკემბერს გაიმართება კონცერტი რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა მისი ნახვის. მასში მონაწილეობას მიიღებენ სოლო შემსრულებლები, ბენდები, ანსამბლები, მსახიობები. სცენაზე უმეტესად ახალგაზრდები იქნებიან წარმომადგენლები, ხოლო მაღალი რისკის მქონე ასაკოვანი შემსრულებლები ჩაერთვებიან საკუთარი სახლის აივნებიდან, გამოჩნდებიან საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი ადამიანები. ასევე გაიმართება კონცერტები 6 და 14 იანვარს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შარშანდელი ნაძვის ხისგან განსხვავებით, წლევანდელმა მთავარმა საახალწლო ნაძვის ხემ დიდი მოწონება დაიმსახურა. სოციალურ ქსელში უამრავი დადებითი შეფასება იწერება და დედაქალაქის მთავარ საახალწლო ნაძვს ნიუ-იორკში მდებარე როკფელერის ცენტრის ნაძვის ხეს ადარებენ.

დედაქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე, ვანო ჭელიძის ფოტო

როკფელერის ცენტრის საშობაო ნაძვის ხე, 2020

თვალი გადავავლოთ ბოლო წლების მთავარ საახალწლო ნაძვის ხეებს თბილისში.

ყველაზე დიდი კრიტიკა დაატყდა თავს 2020 წლის ნაძვის ხეს, რომელიც თბილისის მერმა კახი კალაძემ 25 დეკემბერს საზეიმოდ აანთო. "ცოცხი", "დიეტური ნაძვის ხე", "გადაყრილი მილიონი", "ჩიჩლაკი" - ამ და უამრავი შეურაცხმყოფელი ეპითეტებით შეამკეს ნაძვის ხე, შარშან ახლა რესპუბლიკის მოედანზე იდგა. თუმცა ნაძვის ხეს კრიტიკოსებთან ერთად დამცველებიც ჰყავდა.

უახლოეს წარსულს თუ გავიხსენებთ, აღმოვაჩენთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რვა წლის მანძილზე ერთი და იგივე ნაძვის ხე ინთებოდა. 25 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხეს, მაშინდელი პრეზიდენტი საზეიმოდ ანთებდა, სხვადასხვა ლოკაციაზე, ცნობილი მომღერლების შესრულებით საახალწლო კონცერტი იმართებოდა. საზეიმოდ ირთვებოდა ასევე წმინდა გიორგის მონუმენტი, რომელიც თავისუფლების მოედანზე დგას და საკონცერტო სივრცე ძირითადად მის გარშემო, ან რიყის პარკში გახლდათ მოწყობილი. ტრადიცია გააგრძელა დავით ნარმანიამაც, ისიც 2015 წლამდე ძველ ნაძვის ხეს ანთებდა.

წარმოგიდგენთ თბილისის მთავარ ნაძვის ხეებს სხვადასხვა წლებში:

2005 - 2012 წლების ნაძვის ხე
წინა წლების ანალოგიური ნაძვის ხე იყო 2013-2014-2015 წლებშიც

2016 წლის მთავარი ნაძვის ხე

2017 წლის მთავარი ნაძვის ხე

2018 წლის მთავარი ნაძვის ხე

2019 წლის მთავარი ნაძვის ხე

2020 წლის მთავარი ნაძვის ხე

2021 წლის საახალწლო ნაძვის ხე, ვანო ჭელიძის ფოტო

ენერგეტიკის სექტორში მომსახურების ხარისხისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის კუთხით მიღწეულ შედეგებს ევროკავშირი დადებითად აფასებს

"მაცივრიდან გამოღების შემდეგ ვაქცინა 5 დღე ინახება, ფლაკონი გახსნიდან 5 სთ-ში უნდა დაიხარჯოს" - ვაქცინაციის რთული მხარეები და Covid 19-ის ვაქცინების გამოვლენილი უკუჩვენებები

თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოს 1 მილიონ 700 ათასი მოქალაქე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მიმდინარე წლის ბოლომდე აიცრება