ავტორი:

"ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია" - სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

"ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია" - სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია - პროცესში ჩართული იყო სახელმწიფო უწყებები, რომელთა კოორდინირებული და დაუღალავი საქმიანობის, ასევე, საერთაშორისო პარტნიორების დახმარების შედეგად დადგა ის შედეგი, რისი მომსწრენიც დღეს გავხდით, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა.

მან ისაუბრა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ.

"ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია, ამჟამად იგი იმყოფება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პირველივე დღიდან იყო ჩართული ამ საქმეში, ყოველდღიურ რეჟიმში ფუნქციონირებდა ცხელი ხაზი. რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩართული იყო შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და მათი კოორდინირებული და დაუღალავი საქმიანობის შედეგად, ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარების შედეგად დადგა ის შედეგი, რისი მომსწრენიც დღეს გავხდით“, - განაცხადა ანთაძემ.

მისივე თქმით, გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია.

„ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახლავთ კარგი, ამ წუთას იგი იმყოფება ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე და მოგვიანებით უფრო მეტი დეტალების გაზიარებას შევძლებთ“,- აღნიშნა ანთაძემ.

კითხვაზე, რაიმე კონკრეტული პირობით გათავისუფლდა ექიმი თუ უპირობოდ, ანთაძემ უპასუხა, რომ მან ამ ეტაპზე ისაუბრა მხოლოდ იმ ინფორმაციაზე, რაც მისთვისაა ცნობილი, ხოლო დამატებით დეტალებზე საუბარი მოგვიანებით იქნება.

ლიპეცკის ოლქში ავარიის შედეგად, საქართველოს გარდაცვლილ ერთ მოქალაქეს დღეს მოსკოვში, შემდეგ კი საქართველოში გადმოასვენებენ

როგორ იცვლებოდა თბილისის მთავარი ნაძვის ხე ვარდების რევოლუციიდან დღემდე

"ჩვენი აქ დასახლება ტრაგიკული ამბავია" - რატომ მოუწიათ წულაძეებს მშობლიური სახლიდან წასვლა და როგორი გამოიყურება მათი "სამოთახიანი" ოქროყანაში