ავტორი:

ვაჟა გაფრინდაშვილი - წასვლის მიზეზი ავადმყოფის ნახვა იყო, რომლის სახელ-გვარსაც ვერ ვიტყვი

ვაჟა გაფრინდაშვილი - წასვლის მიზეზი ავადმყოფის ნახვა იყო, რომლის სახელ-გვარსაც ვერ ვიტყვი

ე.წ. საზღვრის უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონში ავადმყოფის სანახავად წავიდა. როგორც ვაჟა გაფრინდაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, პაციენტის სახელსა გვარს გარკვეული მიზეზები გამო ვერ დაასახელებს.

„გასახსენებელი ბევრი არაფერია. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რაც იყო, ეს იყო ჩემი ავადმყოფის ნახვა,რომელზეც მაპატიეთ, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი გვარს და იმას სად ცხოვრობდა, იმიტომ, რომ პრობლემა შეექმნება იმ ადამიანს. წავედი სანახავად უფრო, დახმარება შეიძლება უფრო ნაკლებად ითქვას, ვერ ვიტყვი ვინ იყო. როცა დამაკავეს რუსეთის სასაზღვრო ნაწილებმა, იქ , უკვე ვუთხარი მიზეზი, რომ ეკლესიის ნახვა მინდოდა სოფელ მონასტერში“, - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

ამასთან, უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ექიმმა თანადგომისათვის ყველას მადლობა გადაუხადა.

„ყველას დიდი მადლობა, ცოტა ვნერვიულობ, მაგრამ არ არის გასაკვირი, არ ვარ მიჩვეული სახალხო გამოსვლებს , იმიტომ, რომ ჩემი დიქციიდან გამომდინარე, ყოველთვის ვერიდებოდი. ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი იყო ჩემი პროფესია, ექიმობა ავირჩიე, სხვას უსმენ და უფრო ნაკლებს შენ ლაპარაკობ. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის. სამწუხაროდ, ნაკლები ინფორმაცია მქონდა. სულ ორჯერ შევძელი ტელევიზიის ნახვა და ისიც მხოლოდ პირველ არხს იჭერდა. ერთხელ იყო ცხინვალის ტელევიზიაში გადაცემა და და მცირე ინფორმაციას ვიღებდი ადგილობრივი გაზეთებიდან. ვიცოდი, რომ იქნებოდა მხარდაჭერა, მაგრამ ამხელა მხარდაჭერას ნამდვილად არ ველოდი, ყველას დიდი მადლობა. ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი, (ზუსტად შვიდი კვირა გამოვიდა) ის მხარდაჭერა იყო, რასაც ვგრძნობდი და რასაც ვფიქრობდი, რომ იქნებოდა, მაგრამ მოლოდინმა ბევრად გადააჭარბა იმას, რაც რეალურად ვნახე. ყველას დიდი მადლობა“, - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს გაათავისუფლეს.

რა ცვლილებები იგეგმება 2020 წელს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში

თბილისიდან სტამბოლში მიმავალი ავტობუსი  ტრაილერს შეეჯახა - არის მსხვერპლი

რა საბუთის წარდგენა დასჭირდება პირს, რომელიც რწმენის გამო ელექტრონულ პირადობაზე უარს ამბობს