ავტორი:

"რამდენიმეჯერ სიცოცხლეს გადამარჩინა, ფიზიკურად ხეიბარი რომ არ გავხდი, ამაში მისი დიდი დამსახურებაა" - მეუფე იაკობი ვაჟა გაფრინდაშვილზე

"რამდენიმეჯერ სიცოცხლეს გადამარჩინა, ფიზიკურად ხეიბარი რომ არ გავხდი, ამაში მისი დიდი დამსახურებაა" - მეუფე იაკობი ვაჟა გაფრინდაშვილზე

ამ ფსიქოზმა რაც პოლიტიკოსების ერთმანეთში არასწორმა ურთიერთობებმა გამოიწვია, ზოგიერთის გონებაში გააჩინა აზრი, რომ შეიძლება ვაჟა გაფრინდაშვილი პროვოკაციაზეც კი წავიდა, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ბოდბის ეპარქიაში, ქადაგების დროს განაცხადა. დღევანდელ ქადაგებაში მეუფე იაკობმა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში ჩართულ პირებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ საქმემ მთელი საქართველო გააერთიანა.

„მინდა შევეხო საკითხს, რომელმაც მთელი საქართველო გააერთიანა. ხელისუფლება, ოპოზიცია თუ სამოქალაქო საზოგადოება, ყველა ერთად ვფიქრობდით, რომ ვაჟა უნდა გათავისუფლებულიყო. როდესაც ვაჟას შეემთხვა ეს ამბავი, მალევე წავედით ოფიციალური ვიზიტით უცხოეთში ჩვენს სასულიერო პირებთან ერთად და კარგად ვხედავდი, თუ როგორ იღწვოდა ჩვენი ხელისუფლება უცხოეთში ამ შემთხვევაში ევროპაში, ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში. რაც შეეძლოთ ყველაფერს აკეთებდნენ. ასევე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან პირადი ურთიერთობებით თუ შეეძლოთ სიკეთე გაეკეთებინათ, ყველა აკეთებდა და არ მინახავს ისეთი ადამიანი, რომ ამის წინააღმდეგ წასულიყო,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს და რამდენიმეჯერ სიკვდილსაც კი გადაარჩინა.

„ვაჟა და მე დიდი ხანია ვმეგობრობთ. მისი ოჯახი ჩემთვის მნიშვნელოვანი ოჯახია მასთან ბევრი ჭირი თუ ლხინი მაქვს გადატანილი. რამდენიმეჯერ სიცოცხლეს გადამარჩინა, ფიზიკურად ხეიბარი რომ არ გავხდი, ამაში ვაჟას დიდი დამსახურებაა. ისეთი უთქმელი კაცია, როგორც პროფესიონალი ექიმი ბევრი იცნობდა, მაგრამ უფალმა ინება და ის სხვა სახით წარმოადგინა, იმ სახით, რაც სინამდვილეში იყო. ეს ჩუმი და წყნარი კაცი უცბად სამაგალითო გახდა ყველა ქართველისთვის. ძალიან ძნელია, როდესაც კეთილ საქმეზე მიდიხარ და შენს ტერიტორიაზე დაგაკავებენ. ვიღაცას თუ თავი არ გაუწირავს სხვისთვის, ის ვერასდროს გაიგებს როგორ შეიძლება გადახვიდე იქ, სადაც შეიძლება დაგიჭირონ. ამ ფსიქოზმა, რაც პოლიტიკოსების ერთმანეთში არასწორმა ურთიერთობებმა გამოიწვია, ზოგიერთის გონებაში გააჩინა აზრი, რომ შეიძლება ვაჟა გაფრინდაშვილი პროვოკაციაზეც კი წავიდა. მე მჯერა, რომ ვაჟას არავის მსგავსი ნათქვამი არ ეწყინება იმიტომ, რომ ის დიდსულოვანი ადამიანია. მერწმუნეთ არც ერთი სკამი არ ღირს ჩაჭიდებად, სჯობს ვიფიქროთ ქვეყანაზე და ჩვენს ახალგაზრდობაზე,“ - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მადლობა მოჭიდავეებს გადაუხადა. ამასთან, მან მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას და პარტიებს და მოსახლეობას.

„არ შემიძლია განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ჩვენს მოჭიდავეებს. გუშინ მეღიმებოდა, ვისმენდი და ყველას სურდა თავის თავზე ეთქვა, რომ მე გავათავისუფლე. მერწმუნეთ, მთელმა საქართველომ და მსოფლიომ გაათავისუფლა. ამის დამალვა არ შეიძლება. წინა ქადაგებაზე მე ვთქვი, რომ გამიხარდებოდა თუ ოსები გაათავისუფლებდნენ. მოვუწოდეთ, ჩვენი შეისმინეს, ერის შეისმინეს და ოსებიც ჩარეულები იყვნენ იმ დღიდან. მეგობარი არასდროს მიმიტოვებია და ვაჟას ისედაც გამოვიხსნიდით. მთელმა ერმა გამოიხსნა და ნურავინ ნუ დაიბრალებს. მადლობა განსაკუთრებით მოჭიდავეებს და ოს მოჭიდავეებს, იცის თავად ვიზეც ვამბობ, თავად ბიბილოვმაც იცის ვისზეც ვამბობ. ღმერთმა დალოცოს ის ხალხი იმიტომ, რომ ვაჟას იქ ყურადღება არასდროს არ მოკლებია. თავიდან თავის ნაცნობი ექიმი დაუდგა გვერდში. მიკროფონთან ყველაფრის თქმა არ შემიძლია, ბევრად მეტი ვიცი - როდის უშვებდნენ ისიც ვიცოდი,“ - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ცნობისთვის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან 28 დეკემბერს გათავისუფლდა.

შეგახსენებთ, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. 20 დეკემბერს, გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

"თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა, მაგრამ ამას არ გამოუწვევია მისი დამძიმება" - რას ამბობენ ახლობლები 32 წლის ქალზე, რომელიც Covid-19-ით გარდაიცვალა

712 თბილისში, 305 - იმერეთში - როგორ ნაწილდება კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით

"23 გარდაცვლილიდან 9 - თბილისში, 8 - აჭარაში და 2 - იმერეთში მკურნალობდა" - ბერდია სიჭინავა