ავტორი:

"ქალს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება" - მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

"ქალს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება" - მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ბ. ს. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოძიება ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ზუგდიდში 35 წლის ეკა მიქავას თვითმკვლელობამდე მიყვანაში გარდაცვლილის ოჯახი ქმარს ადანაშაულებდა. ოჯახი ამბობს, რომ ქალს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება და მას მეუღლესთან კონფლიქტი ჰქონდა.

"ძალიან ვწუხვარ... ვერ წარმომედგინა, რომ ასე მოხდებოდა" - რა თქვა პროცესზე მკვლელობაში ბრალდებულმა სამართალდამცველმა

"ცდილობდნენ მანქანის წაყვანას... მოხდა გაწევ-გამოწევა" - რას ყვება ვარკეთილში 24 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

რა მოხდა 2 იანვარს "დამპალოს სასაფლაოზე" - პროკურატურა მკვლელობაში ბრალდებული შსს-ს თანამშრომლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს