Nokia-ის "მომავლის სმარტფონის" კონკურსში ლიდერები გამოიკვეთნენ

Nokia-ის "მომავლის სმარტფონის" კონკურსში ლიდერები გამოიკვეთნენ

კომპანია Nokia-ამ ახალი ტელეფონის საუკეთესო დიზაინის კონკურსის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც პროექტ Design by Community-ის ფარგლებში გამოვლინდა.

პროექტის მიზანი "მომავლის ტელეფონის" მონახაზის ფორმულირებაა. პროექტის საიტზე შესვლა და ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულების დაფიქსირება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

საჯაროდ განსახილველ პარამეტრებს შორის იყო: ტელეფონის ეკრანის ზომები, პლატფორმა, მასალები, კომუნიკაციური შესაძლებლობები, კამერის ფუნქციები და აპარატის ფორმა და ზომები.

წარმოდგენილ ვარიანტებს შორის სამი საუკეთესო გამოიკვეთა. აღსანიშნავია, რომ სამივე კონცეპტი აბსოლუტურად ერთნაირი სპეციფიკაციით ხასიათდება: 4-დიუმიანი დისპლეი მხარეთა შესაბამისი შეფარდებით 16:9, ალუმინის კორპუსი, სტერეოდინამიკები, 12-მეგაპიქსელიანი კამერა Carl Zeiss-ის ოპტიკით. ასევე გაჯეტთა ზომები არ უნდა აღემატებოდეს 110X60X8 მმ-ს.

პირველი პროტოტიპი მოდელ Nokia N8-ს წააგავს. მეორე კონცეპტი X6-ის მოდურ ვერსიად შეფასდა, ხოლო მესამე კონცეპტის დიზიანმა მიმომხილველებს Samsung გაახსენა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)