ავტორი:

"ჩემზე შურისძიებას ცდილობენ, ბავშვების დარდი არ აქვთ" - რას წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი მას შემდეგ, რაც მერიამ რუსთაველის გამზირიდან მისი კარავი აიღო

"ჩემზე შურისძიებას ცდილობენ, ბავშვების დარდი არ აქვთ" - რას წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი მას შემდეგ, რაც მერიამ რუსთაველის გამზირიდან მისი კარავი აიღო

მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისის მერიის მიერ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვების აღებას ეხმაურება. მაჩალიკაშვილი, რომელიც მესამე წელია საკანონმდებლო ორგანოს წინ კარავში ცხოვრობს, მიმართავს მშობლებს, რომ აღნიშნულ ადგილას განთავსებულ ატრაქციონებზე, შვილები არ მიიყვანონ:

"პირველ რიგში გილოცავთ დამდეგ 2020 წელს. მე მალხაზ ვახა მაჩალიკაშვილი, განსხვავებით ქოცური თანამდებობის პირებისა, ბავშვები ძალიან მიყვარს და მათი გულისთვის ვიბრძვი. ვიცი, თემირლანს არავინ და ვერავინ დამიბრუნებს, მაგრამ ამ გაუსაძლის პირობებში, როგორც დაჭრილი მხეცი კუთხეში მიმწყვდეული, მაინც ვცდილობ თქვენი შვილებისთვის ვიბრძოლო, რომ ისინი უსაფრთხოდ იყვნენ საწოლში მძინარეც და გარეთ ქუჩებშიც.

ჩემი თხოვნა იქნება, თბილისი დიდია არის სახალწლო სოფელიც, ნუ გამოიყვანთ პარლამენტის წინ თქვენს შვილებს. იქ მესამე ახალ წელს ქუჩაში იმის მოთხოვნით ვდგავარ, რომ მითხრან - თემირლანის მკვლელი ვინ არის. არ არის იქ ბავშვებისთვის საზეიმო ადგილი.

ამ ყველაფერს დღევანდელი სისხლიანი ხელისუფლება ბავშვების ინტერესების გამო არ აკეთებს, ისინი ჩემზე შურისძიებას ცდილობენ, არ აქვთ ამათ ბავშვების დარდი. დიდი პატივისცემით მალხაზ ( ვახა) მაჩალიკაშვილი" - წერს შვილმკვდარი მამა "ფეისბუქზე".

წუხელ ღამით თბილისის მერიის "თბილსერვის ჯგუფის" წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის წინ არსებული ყველა კარავი აიღეს და იქ ატრაქციონები დადგეს. აღნიშნულს აქტივისტების პროტესტი მოჰყვა - შსს-მ დაპირისპირების შედეგად, 9 ადამიანი დააკავა.

"6 თვე მიშას საგზურებით თბილისი-ბერლინი-პარიზის ციხეებში, ახლა, 6 თვე ბიძინას საგზურით..." - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი ციხის ცხოვრებაზე

"მადლობა მოგონებებისთვის..." - როგორ ემშვიდობება ზაზა ფაჩულია კობი ბრაიანტს

"მადლობა დაუვიწყარი ბავშვობისთვის, სულ ჩვენს გულებში იქნებით" - გოგი თოდაძის გარდაცვალებას უამრავი ადამიანი ეხმაურება