ავტორი:

ატრაქციონები კარვების ნაცვლად - პარლამენტთან წუხელ 9 პირი დააკავეს

ატრაქციონები კარვების ნაცვლად - პარლამენტთან წუხელ 9 პირი დააკავეს

პარლამენტთან წუხელ მომხდარი შეხლა-შემოხლის შემდეგ 9 პირია დაკავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის არიან დაკავებულები, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მოძრაობა "სირცხვილიას" წევრის გიგა მაქარაშვილის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან: ზუკა ბერძენიშვილი, ბექა კოკაია, ბექა ბასილაია, რომეო ფარულავა.

წუხელ დაპირისპირება პარლამენტთან მას შემდეგ დაიწყო, რაც "თბილსერვის ჯგუფის" წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის წინ არსებული ყველა კარავი აიღეს და იქ ატრაქციონები დადგეს.

პარლამენტის შენობის წინ იმყოფებოდნენ "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია და მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი. ისინი კარვების დაშლას აპროტესტებდნენ.

ელენე ხოშტარია "თბილსერვის ჯგუფის" კუთვნილ დასუფთავების მანქანაზე ავიდა, რითაც მისი თქმით, შეეცადა დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებისთვის კარვების გატანაში ხელი შეეშალა.

"მოიპარეს და წაიღეს ბანერი და მათ არ ესმით, რომ კანონისთვის, აზრის გამოხატვისთვის ყოველთვის წინააღმდეგობას მიიღებენ. დღეს ათი პოლიციელით და რკინის კონსტრუქციებით შეიძლება მოგვერიონ, მაგრამ არ შევეგუებით მხდალი ადამიანების საქციელს, როდესაც იციან, რომ ახლა ახალი წელია და ხალხის ყურადღება სხვაგან არის, მოდიან და ასე ქურდბაცაცურად მიაქვთ.

ეს არის აზრის გამოხატვა, მაგიდებზე და ბანერებზე კი არ არის. კანონი მეუბნება, რომ ბანერი აქ შეიძლება იდგეს და მე მინდა,რომ იდგეს. ადამიანებს,ჯგუფს საქართველოში უნდათ, რომ აქ იყოს ბანერი, ისინი მოდიან და იპარავენ" - განაცხადა ხოშტარიამ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ადგილზე მდებარე ინფრასტრუქტურა დასაწყობდება და მიმართვის შემთხვევაში გადაეცემა მესაკუთრეს.

"დედაქალაქის მერიამ წინასწარ მიაწოდა ინფორმაცია აქციის მონაწილეებს საახალწლო დღეებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ადგილისა და საშობაო მარკეტის მოწყობის შესახებ.

ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მოხდა ადგილზე მდებარე ინფრასტრუქტურის აღება, რაც დასაწყობდება და მიმართვის შემთხვევაში გადაეცემა მესაკუთრეს" - აცხადებენ თბილისის მერიაში.

"არ არის ბიძინა ივანიშვილის ნათესავი, რიგითი მოკვდავია" -  რას ამბობს ადვოკატი მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულ ვახტანგ ბურძენიძეზე

"დედაჩემმა ხელი ჰკრა და შეაგინა... არ მახსოვს რამდენჯერ დავარტყი" - მარტვილში 39 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

თელავის უნივერსიტეტის პროფესორი მეზობელს თავდასხმაში ადანაშაულებს - "ვფიქრობ, ეს ყველაფერი მერის განწყობას უკავშირდება"