ავტორი:

დაპირისპირება პარლამენტთან  - სამართალდამცავებმა ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს

დაპირისპირება პარლამენტთან  - სამართალდამცავებმა ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს

სამართალდამცავებმა პარლამენტის შენობის წინ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს.

როგორც „ინტერპრენიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ლაშა ჩხარტიშვილი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

„ჩხარტიშვილი დაკავებლია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს“, - აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. მოძრაობა „შეცვალე“ გარემოვაჭრეებს, რომლებმაც რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტთან გადასვლაზე უარი განაცხადეს, სოლიდარობას უცხადებს. აქტივისტები პარლამენტის შენობის წინ იმ ტერიტორიაზე ცდილობდნენ მისვლას და პროტესტის გამოხატვას, სადაც რამდენიმე დღის წინ კარვები იყო გაშლილი, დღეს კი გასართობი სივრცეა მოწყობილი, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს.

როგორც აქციის მონაწილეების აცხადებენ, ლაშა ჩხარტიშვილის დაკავება უკანონოა.

„ადამიანი იდგა და აპროსტესტებდა. ის გამოირჩევა აქტიურობით, ჩატენეს მანქანაში და გაიყვანეს“, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

LIVE: "360 გრადუსი" - გიორგი ვაშაძე, ირაკლი მეზურნიშვილი

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" - დღის მნიშვნელოვანი ამბები, ინტერპრეტაციის გარეშე

"არავინ არსად არ მიდის, ეს არის "ფეიკ ნიუსი" - წულუკიანი გახარიას შესაძლო გადადგომაზე