ავტორი:

ჯენიფერ ლოპესის 2020 წლის პირველი სადღესასწაულო კაბა, რომელშიც მომღერალი ზღაპრულ პრინცესას შეადარეს

ჯენიფერ ლოპესის 2020 წლის პირველი სადღესასწაულო კაბა, რომელშიც მომღერალი ზღაპრულ პრინცესას შეადარეს

2019 წელი მომღერლისა და მსახიობისთვის, ჯენიფერ ლოპესისთვის სუპერ წარმატებული იყო, როგორც კარიერული ასევე პირადი ურთიერთობების კუთხით. როგორც ჩანს, ჯეი ლო გაჩერებას არ აპირებს. მან 2020 წლის პირველივე დღეებიდან მიიქცია საზოგადოების ყურადღება.

"ჯენიფერ ლოპესმა ყველას აჩვენა, ვინ უკარნახებს მოდას ქალებს 2020 წელს“, - წერს ამერიკული "ვოგი“.

2 იანვარს, "პალმ სპრინგსის საერთაშორისო კინოფესტივალზე", წითელ ხალიჩაზე ჯენიფერი რიჩარდ ქვინის კოქტეილის კაბით გამოჩნდა. ყვავილების პრინტით გაფორმებული კაბის მთავარი ფერები ვარდისფერი და მწვანე იყო. ჯეი ლომ კაბას ვარდისფერი ფეხსაცმელი შეუსაბამა.

მოდის კრიტიკოსები ამბობენ, რომ 2020 წელს, ამ კაბის გავლენით, ქალები პასტელური და თბილი ფერების სამოსზე შეაჩერებენ არჩევანს.

დიზაინერ რიჩარდ ქვინის თქმით, სამოსმა ადამიანის სასიამოვნო ნატურა უნდა წარმოაჩინოს, ხაზი უნდა გაუსვას იმას, რომ ის თბილი ადამიანია.

კინოფესტივალს ესწრებოდნენ შარლიზ ტერონი, რენე ზელვეგერი, რობერტ დე ნირო, ხოაკინ ფენიქსი. მაგრამ როგორც დასავლური ბულვარული მედია წერს, ჯენიფერ ლოპესმა "შოუ მოიპარა" და ის ზღაპრულ პრინცესას ჰგავდა.

ჯენიფერს თან ახლდა საქმრო, ალექს როდრიგესი, რომელიც საცოლეს ყურადღებას არ აკლებდა და ყველა მნიშვნელოვან მომენტში ფოტოს უღებდა.

ნელი აგირბა "ჩცდ"-ს მსახიობისგან შვილს ელოდება - ნახეთ, როგორ გამოიყურება ფეხმძიმე ტელეწამყვანი

რუსთაველის თეატრის მსახიობი ივანე გოგიტიძე გარდაიცვალა

"ორ ძალიან ძლიერ კულინარ კაცს მოვუგე" – "მასტერშეფის" გამარჯვებული