კეკეს მთაწმინდიდან ჩამოასვენებენ?

კეკეს მთაწმინდიდან ჩამოასვენებენ?

გორში სტალინის ძეგლის ხმაურიანი აღების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში სტალინის დედას, ეკატერინე (კეკე) გელაძე-ჯუღაშვილს

მთაწმინდის პანთეონიდან სხვაგან გადაასვენებენ.

აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე საუბრისას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ სტალინის ცნობილი გამონათქვამის ("შვილი მამის საქციელზე პასუხს არ აგებს!") პერიფრაზსაც კი მიმართა და განაცხადა, რომ "კეკე ჯუღაშვილი უბრალო ქალი იყო და არ ეკისრება პასუხისმგებლობა დიქტატორი შვილის მიერ ჩადენილ ბოროტმოქმედებაზე".

თუ დგას დღის წესრიგში კეკე გელაძის ნეშტის მთაწმინდიდან ჩამოსვენება? - ამ კითხვით მივმართეთ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს სოფიო ხუნწარიას:

- ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. სამინისტროსა და მინისტრის პოზიცია ამ საკითხზე უცვლელია, არ ვიცი, ვინ ავრცელებს ამ ხმებს.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"