ავტორი:

ბაღდადთან ახლოს განხორციელებული შეტევის შედეგად 5 ადამიანი დაიჭრა

ბაღდადთან ახლოს განხორციელებული შეტევის შედეგად 5 ადამიანი დაიჭრა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადთან ახლოს ნაღმტყორცნით განხორციელებული შეტევის შედეგად 5 ადამიანი დაიჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ პოლიციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვინ არის აღნიშნულ შემთხვევაზე პასუხისმგებელი.

მანამდე, უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა სააგენტოს განუცხადეს, რომ ბელედის ავიაბაზაზე, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები იმყოფებიან, ორი რაკეტა აფეთქდა.

დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ბაღდადში, აშშ-ის საელჩოსთან ახლოს, ე.წ. მწვანე ზონაში.

"ერთ ქართველს, სასწაულებრივად შენახული წერილი და ფოტო უპოვეს..." - ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველები, რომლებიც ჩრდილოეთ ოსეთში განისვენებენ

"ალ-არაბია" - ბაღდადში აშშ-ის საელჩოსთან ახლოს აფეთქება მოხდა

"როიტერსი" - ერაყში, ავიაბაზაზე, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები იმყოფებიან, აფეთქება მოხდა