ავტორი:

ოჯახი, რომელმაც ავსტრალიაში ხანძრისგან 90 ათასზე მეტი ცხოველი იხსნა - "მთელი მონდომებით ვცდილობთ მათ გადარჩენას"

ოჯახი, რომელმაც ავსტრალიაში ხანძრისგან 90 ათასზე მეტი ცხოველი იხსნა - "მთელი მონდომებით ვცდილობთ მათ გადარჩენას"

ავსტრალიაში ხანძარს უდიდესი ტრაგედია მოჰყვა. CNN-ის ცნობით, ბოლო მონაცემებით, 24 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაკარგულად 20-ზე მეტი ითვლება. დამწვარია 1300-ზე მეტი სახლი. CNN-ის ცნობით, ხანძარმა ველური ბუნების მილიარდობით ბინადარი იმსხვერპლა.

მეხანძრე-მაშველებთან, ჯარისკაცებთან ერთად, ხანძარს რიგითი მოქალაქეებიც ებრძვიან და ბუნებისა და ცხოველების გადარჩენას ცდილობენ.

ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეულია ავსტრალიური ოჯახის, ირვინების ღვაწლი. 21 წლის ბინდი ირვინმა, ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად, ბოლო მონაცემებით, 90 ათასზე მეტი ცხოველი გადაარჩინა. მათი უმეტესობა ხანძრის გამო დაზიანებული იყო.

ირვინების ოჯახი ავსტრალიის ზოოპარკის მფლობელები და მმართველები არიან. მათ აქვთ ცხოველთა თავშესაფარი და ასევე ჰოსპიტალი, სადაც ცხოველებს მკურნალობენ.

"საშინელება მოხდა და გული მტკივა ადამიანების, ბუნებისა და ცხოველების გამო“, - ამბობს 21 წლის ბინდი ირვინი.

გოგონას ხანძარს გადარჩენილი ცხოველები თავშესაფარში მიჰყავს და მათ მკურნალობს. ბინდი ირვინი ამბობს, რომ ზოოპარკი და თავშესაფარი უსაფრთხო ადგილასაა და ხანძარი არ ემუქრება.

მისივე თქმით, თავშესაფარში ამდენი ცხოველი არასოდეს ჰყოლიათ. ის გადარჩენილი ცხოველების ფოტოებს "ინსტაგრამზე" აქვეყნებს და მიმდევრებს უზიარებს.

"ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ველური ბუნების გადასარჩენად“, - ამბობს ბინდი ირვინი. გოგონა გარდა იმისა, რომ ზოოპარკის თანამმართველია, ამავდროულად, გარემოს დამცველია და აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა აქტივობებში.

"ჩვენ მთელი მონდომებით ვცდილობთ დაზარალებული ცხოველების გადარჩენას და მათთვის სიცოცხლის შენარჩუნებას“ - წერს ბინდი "ინსტაგრამზე“.

ამ დროისათვის ავსტრალიაში ტყის ხანძრის შედეგად, 4 მილიონ ჰექტარი ტერიტორია დაიწვა. ახალი სამხრეთ უელსის შტატის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, შტატში ხანძრის 127 კერა ფიქსირდება.

ერაყის პარლამენტმა ქვეყნიდან უცხოელი სამხედროების გაყვანა მოითხოვა

იტალიაში ტურისტების ჯგუფს ავტომანქანა დაეჯახა, რა დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა

ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის ქალაქ აჰვაზში გადასვენებას ათასობით ადამიანი დაესწრო