ავტორი:

"პატრიარქს გადაწყვეტილი აქვს, ჩემი ძმა საპყრობილიდან ცოცხალი არ გამოვიდეს" - დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო

"პატრიარქს გადაწყვეტილი აქვს, ჩემი ძმა საპყრობილიდან ცოცხალი არ გამოვიდეს" - დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას მისი ერთ-ერთი ადვოკატი ნიკა გვარამია ავრცელებს.

“ახლა გამოვედი დეკანოზი მამალაძისგან. ეს კაცი უბრალოდ ივანიშვილის და საპატრიარქოს ტყვე კი არაა, სიკვდილმისჯილია. შიმშილობა გამოაცხადა, ძლივს საუბრობს, წართმეულ მხარეს კიდურები დაუწვრილდა. მოკლედ, ჩუმად კვდება ადამიანი და ჩვენ, უთავმოყვაროებს, პრეზიდენტის მოლოდინი გვაქვს“, - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მიერ შიმშილობის დაწყებას მისი ძმა, თორნიკე მამალაძე "ინტერპრესნიუსთან" საუბარში გამოეხმაურა.

როგორც ის აცხადებს, დეკანოზისთვის ახლა შიმშილობა საფრთხის შემცველია და შეეცდება, ის გადაარწმუნოს და შიმშილობა შეაწყვეტინოს.

"ჩემი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან რთულია, ძალიან დასუსტებულია, პარალიზებული, კიდურები დაწვრილებული აქვს და ძალიან სუსტად გამოიყურება.

მისი შიმშილობა კი არაა მხოლოდ საფრთხის შემცველი, არამედ მისი ციხეში ყოფნა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა საფრთხის შემცველი.

შესაძლოა, ამას ადამიანები ვერ აფასებდნენ, რადგან რეალურად არ იციან და ვერ ხედავენ, თუ რა სჭირს ჩემ ძმას, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გასაჯაროებული არ არის. დარწმუნებული ვარ, მთავრობამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იცის, რადგან მათ ხელშია და იციან თუ რა სჭირს მას.

პატრიარქს გადაწყვეტილი აქვს, ჩემი ძმა საპყრობილიდან ცოცხალი არ გამოვიდეს, ამიტომაც მთავრობა პატრიარქის გადაწყვეტილებას პატივს სცემს და ურთიერთშეთანხმებით ხდება ჩემი ძმის საპყრობილეში დარჩენა.

შევეცდები, დავარწმუნო, რომ შიმშილობის გაგრძელება გადაიფიქროს, რადგან ჩემთვის უპირველესი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, ის მე ჯანმრთელი მჭირდება, რადგან იმ სიბოროტეს, რაც დღეს ეკლესიაში არსებობს, ვებრძოლოთ“, - განაცხადა მამალაძემ.

დაპირისპირება ცესკო-სთან - პოლიციამ 3 პირი დააკავა

ბაღდათში სასწრაფოს ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა - "ჭარბწონიანობის გამო რისკჯგუფში შედიოდა"

კანადის მთავრობამ კომპანია Medicago-სგან კორონავირუსის ვაქცინის 76 მილიონი დოზა შეიძინა