BlackBerry ახალ სმარტფონს 3 აგვისტოს გამოამზეურებს

BlackBerry ახალ სმარტფონს 3 აგვისტოს გამოამზეურებს

კანადური კომპანია RIM 3 აგვისტოს ახალ სმარტფონ BlackBerry 9800-ს წარმოადგენს. ამის შესახებ გაზეთი The Globe and Mail იტყობინება.

სენსორულ დისპლეიანი სმარტფონი სლაიდერის ფორმითაა წარმოდგენილი და ახალი ოპერაციული სისტემის BlackBerry 6-ის ბაზაზე იმუშავებს, რომლის საზოგადოებისთვის წარდგენაც ასევე აგვისტოს დასაწყისში იგეგმება.

მიიჩნევენ, რომ BlackBerry 9800 კონკურენციას კომპანია Apple-ის სმარტფონ iPhone-ს გაუწევს. ამასთან, კანადური კომპანიის პროდუქტი, პირველ რიგში, მომხმარებელზე იქნება ოპიენტირებული და არა - კორპორატიულ შემკვეთებზე, როგორც ეს BlackBerry-ის წინა მოდელის შემთხვევაში იყო.

აღსანიშნავია, რომ 2010 წლის აპრილში RIM-მა BlackBerry-ის ყველაზე მომცრო ვერსია წარმოადგინა. სმარტფონი Pearl 3G 360X400 პიქსელიანი ეკრანითაა აღჭურვილი და 90 გრამს იწონის.

BlackBerry აშშ-ში ყველაზე პოპულარულ სმარტფონია. სმარტფონების ამერიკელ მფლობელთა 42% სწორედ ამ ფირმის ტელეფონს მოიხმარს.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)