ავტორი:

ავსტრალიაში ათასობით აქლემს დახოცავენ - მიზეზი მართლაც გაგაოცებთ

ავსტრალიაში ათასობით აქლემს დახოცავენ - მიზეზი მართლაც გაგაოცებთ

მედიის ინფორმაციით, ავსტრალიაში ათასობით ავსტრალიურ აქლემს დახოცავენ, რადგან ისინი ძალიან ბევრ წყალს სვამენ და მათი მეტეორიზმი ხელს უწყობს გლობალურ დათბობას.

აქლემებს პროფესიონალი მსროლელები ვერტმფრენებიდან ესვრიან. პროცესს დაახლოებით 5 დღე დასჭირდება.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, მოსახლეობა ხშირად ჩივის, რომ ისედაც გვალვით დაზარალებულ რეგიონში, აქლემები წყლის თითქმის მთელ მარაგს ცლიან. ქვეყანაში ასევე შიშობენ, რომ აქლემები გლობალურ დათბობასაც უწყობენ ხელს, რადგან მათ მიერ წლიურად გამოყოფილი მეთანი ერთი ტონა ნახშირორჟანგის ექვივალენტია.

ადგილობრივი აქლემების მართვის ეროვნული გეგმის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ცხოველის კონტროლი არ განხორციელდა, მათი რაოდენობა ყოველ 9 წელიწადში გაორმაგდება, რაც გარემოსთვის სერიოზული ზიანის შემცველია.

ბიჭი ბანერებით - ვინ არის ინტერნეტვარსკვლავი, რომელიც უჩვეულო საკითხებს "აპროტესტებს"

დღეს ტემპერატურა 36 გრადუსამდე მოიმატებს, ხვალიდან კი ამინდი მკვეთრად გაუარესდება

მზიურის რეაბილიტაცია სრულდება - როგორ გამოიყურება თბილისელების საყვარელი პარკი