ავტორი:

"იკეა" 46 მილიონს გადაუხდის ოჯახს, რომლის 2 წლის შვილიც კომოდის დაცემის შედეგად გარდაიცვალა

"იკეა" 46 მილიონს გადაუხდის ოჯახს, რომლის 2 წლის შვილიც კომოდის დაცემის შედეგად გარდაიცვალა

ავეჯის მწარმოებელი შვედური კომპანია "იკეა“ 46 მილიონ დოლარს გადაუხდის მშობლებს, რომელთა ბავშვიც "იკეას" ტანსაცმლის კომოდის დაცემის გამო გარდაიცვალა. როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, კომოდის დამზადების დროს დარღვეული იყო უსაფრთხოების ნორმები.

შემთხვევა 2017 წლის მაისში, კალიფორნიაში მოხდა და მას ორი წლის ჯოზეფ დუდეკის სიცოცხლე ემსხვერპლა. 32 კილოგრამიანი ნივთი გაყიდვებიდან ამოიღეს. ეს არ არის პირველი ტრაგედია, რომელიც "იკეას" კომოდმა გამოიწვია. უსაფრთხოების ნორმების დარღვევით დამზადებული ავეჯის გამო 2016 წელს სამი ბავშვი გარდაიცვალა.

"მიუხედავად იმისა, რომ ვერაფერი შეცვლის ამ ტრაგედიას, ოჯახისა და სხვა ყველა ჩართული პირის მადლიერები ვართ, რათა საქმე ასე გადაწყდა და შეთანხმებას მივაღწიეთ. სახლის უსაფრთხოება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია“, - ამბობს "იკეას" პრესსპიკერი.

გარდაცვლილი პატარა ჯოზეფის მშობლების, ჯოლინ და ქრეგ დუდეკების თქმით, მომხდარით განადგურებულები არიან და ვერასოდეს წარმოიგენდნენ, თუ ტანსაცმლის კომოდის გამო ასეთი ტრაგედია დატრიალდებოდა.

"კომოდის სიმაღლე 76 სმ იყო. თავიდან ვფიქრობდით, რომ რაღაც ჩვენ გავაკეთეთ არასწორად, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, არასწორად შექმნილი დიზაინის გამო მოხდა ყოველივე. ამაზე საჯაროდ იმიტომ ვსაუბრობთ, რომ სხვა ოჯახებმაც გაიგონ და მსგავსი ტრაგედია სხვაგანაც არ მოხდეს", - ამბობენ გარდაცვლილი ბავშვის მშობლები.

მათივე თქმით, ერთ მილიონს გადარიცხავენ უფლებადამცველ ორგანიზაციაში, რომლის მიზანიცაა ბავშვების დაცვა სახიფათო პროდუქციისგან.

2016 წელს "იკეამ“ მილიონობით კომოდი ამოიღო გაყიდვიდან ჩრდილოეთ ამერიკაში სწორედ იმიტომ, რომ ის ვერ პასუხობდა უსაფრთხოების ნორმებს. მაშინ კომოდის დაცემის გამო სამი ბავშვი გარდაიცვალა.

2 წლის ქამდენ ელისი, 2 წლის ქარენ კოლასი და 23 თვის ტედ მაკგი - 2016 წელს კარადის დაცემის გამო გარდაცვლილი ბავშვები

თავდაპირველად, კომპანიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ყოველივე მათ ავეჯს არ უკავშირდებოდა და რომ ისინი უსაფრთხო იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც სამი ბავშვი გარდაიცვალა და ყოველივეს აქციები მოჰყვა, ჩატარდა შესაბამისი მოკვლევა და ექსპერტიზამ მიიჩნია, რომ უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო.

მაშინ ავეჯის მწარმოებელმა კომპანიამ სამივე ბავშვის ოჯახს, ჯამში, 50 მილიონი დოლარი გადაუხადა.

უკრაინის პრემიერის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი დაიღუპა

საერთაშორისო ავიაკომპანიების ნაწილი ირანისა და ერაყის ავიასივრცეში ფრენებს წყვეტს

ვლადიმერ ზელენსკი ირანში უკრაინული ბოინგის კატასტროფას ეხმაურება