ავტორი:

"ბოდიში ყველა დამსვენებელს, ვისაც პრობლემები შეექმნა წყალმომარაგებასთან დაკავშირებით" - ცქიტიშვილის განმარტება გუდაურსა და ბაკურიანში უწყლობაზე

"ბოდიში ყველა დამსვენებელს, ვისაც პრობლემები შეექმნა წყალმომარაგებასთან დაკავშირებით" - ცქიტიშვილის განმარტება გუდაურსა და ბაკურიანში უწყლობაზე

ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი გუდაურში წყალმომარაგების კომპანიის ახალ ხელმძღვანელთან ერთად ჩავიდა. მისი თქმით, კომპანიის ახალი ხელმძღვანელი გიგა მანდარია, ფლობს რამდენიმეწლიან გამოცდილებას წყალმომარაგების სფეროში და კარგად იცნობს ამ სექტორს.

ცქიტიშვილმა მადლობა გადაუხადა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ყოფილ დირექტორს და აღნიშნა, რომ ეკა გალდავამ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია კომპანიის გაჯანსაღებისა და განვითარებისთვის.

მინისტრის განმარტებით, უწყლობის პრობლემის მთავარი მიზეზი უნალექო შემოდგომაა, რაც წყლის მარაგზე აისახა.

"პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა დამსვენებელსა და ადგილობრივ მცხოვრებს, ვისაც პრობლემები შეექმნა წყალმომარაგებასთან დაკავშირებით. გვქონდა ორი ავარია, თუმცა წყალმომარაგების კომპანიის და ყველა შესაბამისი სამსახურის აქტიური მუშაობის შედეგად აღვადგინეთ მიწოდება და „რედკოში“ დილიდან ყველა კორპუსს მარაგდება წყლით.

გუდაურში წყალმომარაგების პრობლემა ჰქონდა მხოლოდ „რედკოს“ დასახლებას, დანარჩენი გუდაური კი უწყვეტ რეჟიმში მარაგდებოდა. პრობლემის რეალური მიზეზი არის უნალექო შემოდგომა, რაც აისახა წყლის მარაგებზე. ახალი წლის დღეებში, როცა დამსვენებელთა პიკური მაჩვენებელია, მოხმარება რამდენჯერმე იზრდება. შესაბამისად, გუდაურსა და ბაკურიანში პრობლემა შეიქმნა იმ დასახლებებში, რომელიც სათავე ნაგებობებზე მაღლაა.

ბაკურიანში რეალურად მხოლოდ ორ ქუჩაზე გვაქვს პრობლემა და იქაც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა ტექნიკური ჯგუფი, მოხდა ალტერნატიული სათავე ნაგებობის მოწყობა და იქედან წყლის მიღება, ამ ეტაპზე ტუმბოებს აყენებენ, რათა წყლის სისტემაში გაშვება მოხერხდეს.

ველოდებით, რომ დღის განმავლობაში ბაკურიანშიც სრულად აღდგება წყალმომარაგება, თუმცა როგორც გუდაურში, ისე ბაკურიანში განუწყვეტლივ რეჟიმში ვაწვდით წყალმზიდების საშუალებით წყალს, ყველა იმ სასტუმროს, რომელსაც რეზერვუარი გააჩნია,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის თქმით, გუდაურში წყალმომარაგების კომპანიის ახალ ხელმძღვანელთან ერთად ჩასვლის მთავარი მიზეზია დაიგეგმოს სამუშაოები და 2020 წლის სეზონს გამართული წყალმომარაგების სისტემით შეხვდნენ.

მამუკა ხაზარაძე - "თიბისის" ერთი ადამიანიც კი არ გამოუსახლებია... ბოტებით გაავსეს სოციალური მედია და ამას მფარველობს მმართველი პარტია"

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი ხაჯიმბას მიმართავს, რომ ვადაზე ადრე გადადგეს

"...სხვა ინვესტორებიც საერთაშორისო სასამართლოში დავას დაიწყებენ" - როგორ განვითარდება მოვლენები ანაკლიის კონსორციუმის გარშემო