ავტორი:

ირანში უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - ბორტზე 180 ადამიანი იმყოფებოდა

ირანში უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - ბორტზე 180 ადამიანი იმყოფებოდა

ირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილმა ბოინგ-737-ის ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელიც კიევში უნდა გამგზავრებულიყო, იმამ ხომეინის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.

ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

<blockquote class="twitter-tweet" data-lang="en"><p lang="fa" dir="rtl">نخستین ویدئو از سقوط هواپیمای اوکراینی اطراف شهریار <a href="https://t.co/M3bZiLLryQ">pic.twitter.com/M3bZiLLryQ</a></p>&mdash; خبرگزاری ایسنا (@isna_farsi) <a href="https://twitter.com/isna_farsi/status/1214756225293979648?ref_src=twsrc%5Etfw">January 8, 2020</a></blockquote>

ირანის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, აეროპორტთან ახლოს, სადაც თვითმფრინავს ცეცხლი უკიდია, სამაშველო ჯგუფებია გაგზავნილი.

ბორტზე 180 ადამიანი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ყველა მათგანი დაიღუპა.

ავსტრალიაში ხანძრის განზრახ გაჩენისთვის 24 ადამიანს წაუყენეს ბრალი

"ავიაკატასტროფის ადგილას ნაპოვნია ჩანაწერი..." - რუსი ბლოგერი წერს, რომ უკრაინული თვითმფრინავის მგზავრთა დიდი ნაწილი სტუდენტები იყვნენ

რომელი ქვეყნის მოქალაქეები დაიღუპნენ უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად