ავტორი:

"ზოგიერთი პანიკაშია... არ ვიცით, რა შეიძლება მოხდეს ერთი საათის შემდეგ“ - რას უყვება ფერეიდნელი ქართველი AMBEBI.GE-ს

"ზოგიერთი პანიკაშია... არ ვიცით, რა შეიძლება მოხდეს ერთი საათის შემდეგ“ - რას უყვება ფერეიდნელი ქართველი AMBEBI.GE-ს

ირანში, კერძოდ ისპაჰანში მცხოვრები ქართველი სოსო მიქელაძე (ჰოსეინ მიქელანი) AMBEBI.GE-ს ირანში შექმნილ ვითარებასა და ადგილობრივების განწყობაზე ესაუბრა. მიქელაძე ფერეიდნელი ქართველია, რომელიც ირანში ქართულს ასწავლის.

რესპონდენტი გვეუბნება, რომ ირანში საზოგადოების ნაწილი პანიკაშია, ნაწილი - სიმშვიდეს ინარჩუნებს, რადგანაც შეჩვეულები არიან კრიზისულ პირობებში ცხოვრებას.

"ყველა ეს მოვლენა უცებ დაიწყო და პირადად ჩემთვის, შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. უბედურება უბედურებას მოსდევს. არ ვიცით, თუ რა შეიძლება მოხდეს ერთი საათის შემდეგ.

ზოგი პანიკაშია, ზოგი არა. ჩვენ მიჩვეული ვართ კრიზისში ცხოვრებას და უმეტესობა ფიქრობს, რომ ომი არ დაიწყება“, - ამბობს სოსო მიქელაძე.

მისივე თქმით, საზოგადოებაში ასეთი განწყობა იმიტომ არის, რომ "ომი არავის სურს“. კითხვაზე, ხომ არ აპირებს საქართველოში დაბრუნებას, ან ხომ არ ტოვებენ ადგილობრივები ირანს, ასე გვპასუხობს:

"საქართველოში დაბრუნება ჩემი უდიდესი სურვილია, მაგრამ აქ ყველაფერი უნდა მივატოვოთ, ან ძალიან დაბალ ფასებში გავყიდოთ, გადმოვიდეთ და დავიწყოთ ახალი ცხოვრება. ჩვენ ხომ საქართველოში არაფერი გაგვაჩნია ცხოვრებისთვის?! სახლი, შემოსავალი და ბევრი რამ არის საჭირო.

რასაკვირველია, ყველას უნდა იქ იცხოვროს, სადაც მშვიდობა იქნება და ვისაც შესაძლებლობა ექნება, მიაღწევს თავის სურვილებს“, - გვეუბნება სოსო მიქელაძე.

ამერიკელმა სამხედროებმა ირანელი გენერალი, ყასემ სოლეიმანი ერაყის საერთაშორისო აეროპორტში მოკლეს. პენტაგონის ინფორმაციით, სოლეიმანი ამერიკელი ჯარისკაცების მკვლელობასა და ტერორისტებთან კავშირში იყო ბრალდებული.

ირანმა ამერიკელთა მიერ გენერლის მოკვლას 8 იავარს უპასუხა და ერაყში, აშშ-ის ორ სამხედრო ბაზაზე მიიტანა იერიში. საპასუხოდ, დონალდ ტრამპა განაცხადა, რომ ირანს მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს.

"ირანი ტერორიზმის მთავარი დამფინანსებელია. ბირთვული იარაღი საფრთხეს უქმნის ცივილიზებულ მსოფლიოს. ჩვენ ამას არასდროს დავუშვებთ. გასულ კვირას მივიღეთ გადამწყვეტი ზომა, შეგვეჩერებინა ყველაზე დაუნდობელი ტერორისტი, რომელიც ამერიკელების სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს. ჩემი მითითებით, სამხედროებმა მოახდინეს ტერორისტ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია, რომელიც ბევრ საშინელებაზეა პასუხისმგებელი.

ის წვრთნიდა ტერორისტულ დაჯგუფებებს, მათ შორის "ჰეზბოლას". ბოლო პერიოდში ჩვენზე თავდასხმები სწორედ მისი მითითებით განხორციელდა.

ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის დროს ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, მეორე მძიმედ დაშავდა. სოლეიმანი ხელმძღვანელობდა აშშ-ის საელჩოზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმასაც. მას ხელები ჰქონდა გასვრილი, როგორც ირანელების, ასევე ამერიკელების სისხლით. დიდი ხნის წინ უნდა მოგვეშორებინა, მისი ლიკვიდაციით ჩვენ ძლიერი მესიჯი გავუგზავნეთ ტერორისტებს", - განაცხადა ტრამპმა.

ირანელი მოჭიდავე სიკვდილით დასაჯეს - ვინ იყო ნავიდ აფკარი და რატომ გამოუტანეს უმკაცრესი სასჯელი

"განათლებულ ხალხს კორონასი გჯერათო? დაგვცინოდნენ, პირბადით რომ დავდიოდით" - საქართველოს მეზობელი ქვეყნები, სადაც ინფიცირებულთა რიცხვი რეკორდებს ხსნის

სომხეთში კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინი 2021 წლის 11 იანვრამდე გახანგრძლივდა