ავტორი:

სომხეთში კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინი 2021 წლის 11 იანვრამდე გახანგრძლივდა

სომხეთში კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინი 2021 წლის 11 იანვრამდე გახანგრძლივდა

სომხეთში კორონავირუსთან დაკავშირებით კარანტინი 2021 წლის 11 იანვრამდე გახანგრძლივდა. შესაბამისი ბრძანება ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საკარანტინო ვადის ამოწურვამდე, ქვეყანაში შესვლა სახმელეთო საზღვრიდან იკრძალება. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ დიპლომატებისა და მათი ოჯახებისთვის. ქვეყანაში, ასევე, შესვლა შეეძლება სომხეთში დაკრძალვაზე და პანაშვიდებზე დასასწრებად ჩასულ პირებს. ქვეყნაში შესვლა არ აკრძალულა მძღოლებისთვის, რომლებიც საერთაშორისო გადაზიდვებზე მუშაობენ.

სომხეთის ტერიტორიაზე შემსვლელმა ყველა ადამიანმა სავალდებულო სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს.

ცნობისთვის, სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 177 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 45 503- მდე გაიზარდა. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში "კოვიდ 19"-ს კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 909-ს მიაღწია.

"მიიღეთ D და C ვიტამინები, მე ასე ვიქცევი“, - ენტონი ფაუჩის რეკომენდაციები სეზონური გრიპისგან თავის დასაცავად

ოქსფორდის უნივერსიტეტი ვაქცინის გამოცდას განაახლებს - რა გვერდითი მოვლენა გამოუვლინდა ერთ-ერთ მოხალისეს, რის მერეც გამოცდა შეჩერდა

ირანელი მოჭიდავე სიკვდილით დასაჯეს - ვინ იყო ნავიდ აფკარი და რატომ გამოუტანეს უმკაცრესი სასჯელი