ავტორი:

"ქმრით მანიპულირებს... მაინც დააშორა ძმები ერთმანეთს" - როგორ ეხმაურებიან სოციალურ ქსელში ჰარისა და მეგანის უარს სამეფო სტატუსზე

"ქმრით მანიპულირებს... მაინც დააშორა ძმები ერთმანეთს" - როგორ ეხმაურებიან სოციალურ ქსელში ჰარისა და მეგანის უარს სამეფო სტატუსზე

სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ, პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ განაცხადეს, რომ სამეფო ოჯახის წევრების სტატუსზე უარის თქმას და მუშაობით ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებას აპირებენ, - ამის შესახებ წყვილმა საზოგადოებას "ინსტაგრამის" ოფიციალური გვერდის საშუალებით აცნობა.

მეგანისა და ჰარის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი აპირებენ დროის ნაწილი დიდ ბრიტანეთში, ნაწილი კი, ჩრდილოეთ ამერიკაში გაატარონ.

წყვილის განმარტებით, დედოფლის მიმართ თავიანთი მოვალეობების შესრულებას გააგრძელებენ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ისინი საქველმოქმედო ორგანიზაციის შექმნას აპირებენ.

"ბიბისის" ცნობით, პრინც ჰარისა და მეგან მარკლის განცხადების გაკეთებამდე კონსულტაცია სამეფო ოჯახის არცერთ წევრთან გაუვლიათ და ბუკინგემის სასახლე მათი გადწყვეტილებით "იმედგაცრუებულია."

სასახლის პრესსპიკერის განცხადებით, ისინი აცნობიერებენ პრინცისა და მისი მეუღლის სურვილს, უარი თქვან სამეფო ოჯახის წევრების სტატუსზე, თუმცა საკითხი გარკვეულ სირთულეებს შეიცავს, რის მოსაგვარებლადაც დროა საჭირო.

პრინც ჰარისა და მეგან მარკლის გადაწყვეტილებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. საზოგადოების დიდმა ნაწილმა მეგან მარკლი გააკრიტიკა და ის ქმრით მანიპულირებაში დაადანაშაულა.

  • "ეს ქალი ქმრით მანიპულირებს და იმას აკეთებინებს, რაც სურს."
  • "ბოლოს მაინც დააშორა ძმები ერთმანეთს."
  • "მეგანმა სამეფო ოჯახის დანგრევა მოახერხა."
  • "მეგობრებო, ეს "მეგსიტია" (Megxit).
  • "ვფიქრობ, მათი გადაწყვეტილება დიდ სკანდალს გამოიწვევს, ამერიკელმა ქალმა მაინც მიაღწია საწადელს და ჰარი ოჯახს დააშორა", - წერენ "ტვიტერის" მომხმარებლები.

ბევრი წყვილის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და მოსწონს, რომ ისინი სამეფო პრივილეგიებზე უარს ამბობენ:

  • "ჰარისა და მეგანს არ სჭირდებათ სამეფო ოჯახის პრივილეგიები იმისთვის, რომ ბედნიერები იყვნენ. ისინი ძალიან ბედნიერები ჩანან ერთად და პატივს ვცემ გადაწყვეტილებას."
  • "ალბათ, ჰარი დარდობს და ძალიან ზრუნავს მეგანზე. მას უბრალოდ, ცოლის დაცვა სურს. გაიხსენეთ, მან დედა დაკარგა და არ უნდა, რომ ცოლიც დაკარგოს."

პრინცი ჰარი და ამერიკელი მსახიობი მეგან მარკლი 2018 წლის მაისში დაქორწინდნენ. ქორწინების შემდეგ ისინი სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია გახდნენ. მათ 2019 წლის მაისში ვაჟი - არჩი შეეძინათ.

"სექსი დიდ ქალაქში": ფეხბურთელებმა 22 იტალიელი მოდელი სპეციალური რეისით ინგლისში ჩაიყვანეს  - სკანდალური ღამის დეტალები

ადელის "სირტუინის დიეტა" - როგორ დაიკლო მომღერალმა 22 კილოგრამი?

16 წლის ქართველმა მოციგურავემ ყინულზე ცეცხლი დაანთო - "დაიმახსოვრეთ, ეს გოგო მსოფლიოს აალაპარაკებს"