ავტორი:

უკრაინა ბოინგ-737-ის კატასტროფის რამდენიმე ვერსიას განიხილავს - როგორია ირანული გამოძიების პირველადი შედეგები?

უკრაინა ბოინგ-737-ის კატასტროფის რამდენიმე ვერსიას განიხილავს - როგორია ირანული გამოძიების პირველადი შედეგები?

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, მთავრობა ბოინგ-737-ს კატასტროფის რამდენიმე ვერსიას განიხილავს. სატელევიზიო მიმართვის დროს, ზელენსკიმ მოსახლეობას სთხოვა თავი შეიკავონ სპეკულაციებისგან.

„უკრაინისთვის პრიორიტეტია დაადგინოს თვითმფრინავის კატასტროფის გამომწვევი მიზეზები. ჩვენ აუცილებლად დავადგენთ სიმართლეს. ამ მიზნით ჩატარდება დამოუკიდებელი გამოძიება, რომელიც საერთაშორისო კანონმდებლობასთან იქნება შესაბამისობაში“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ის ირანის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარს გამართავს, რადგან გამოძიების პროცესში მოხდეს ირანულ მხარესთან თანამშრომლობა.

ირანული გამოძიების პირველადი ანგარიშის თანახმად, უკრაინულ ავიახომალდს ცეცხლი ეკიდა იქამდე, ვიდრე კატასტროფას განიცდიდა. მათივე ინფორმაციით, ბორტზე 176 ადამიანი იმყოფებოდა.

თავდაპირველი ანგარიში, რომელსაც ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია ავრცელებს, მოწმეთა ჩვენებებს ეყრდნობა, რომლებიც მომხდარ ტრაგედიას შეესწრნენ. მათი თქმით, თვითმფრინავი ვიდრე ჩამოვარდებოდა, ცეცხლში იყო გახვეული.

ანგარიშში არაფერია ნათქვამი ტექნიკურ პრობლემებზე, თუმცა კანადის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა „როიტერსს“ განუცხადა, რომ არსებობს მტკიცებულება, რომლის თანახმად, თვითმფრინავის ერთ-ერთი ძრავი გადახურებული იყო.

შეგახსენებთ, ირანში „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილმა ბოინგ-737-ის ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ყველა - 180-მდე ადამიანი, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა, დაიღუპა.

"ზოგიერთი პანიკაშია... არ ვიცით, რა შეიძლება მოხდეს ერთი საათის შემდეგ“ - რას უყვება ფერეიდნელი ქართველი AMBEBI.GE-ს

ტრამპის პასუხი ირანს - "თუ აგრესიას გააგრძელებს, აშშ მას სადამსჯელო ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს"

ავსტრალიაში ხანძრის განზრახ გაჩენისთვის 24 ადამიანს წაუყენეს ბრალი