ავტორი:

ვითარება სოხუმში: მედიის ცნობით, ქალაქში სროლის ხმა გაისმა - რას აცხადებენ ე.წ სამინისტროები

ვითარება სოხუმში: მედიის ცნობით, ქალაქში სროლის ხმა გაისმა - რას აცხადებენ ე.წ სამინისტროები

აფხაზური მედიის ცნობით, სოხუმში დღეს დილით სროლის ხმა ისმოდა. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას ე.წ. შს მინისტრი არ ადასტურებს და აცხადებს, რომ "პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან" სროლა არ ყოფილა.

"მე აქ ადგილზე ვარ. არც ერთხელ გამიგია სროლის ხმა" - აცხადებს რაულ სმირი.

მისივე თქმით, სამართალდამცველების მთავარი დავალებაა, არ დაუშვან ფიზიკური დაპირისპირება ოპოზიციისა და „მთავრობის“ მომხრეებს შორის.

„ჩვენ მოვალეობას ვასრულებთ. ჩვენი საქმეა, არ მოხდეს დაპირისპირება, არ დავუშვათ სისხლისღვრა“,- აცხადებს სმირი.

სოხუმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო. მათი თქმით, „არმია არ გამოიყენებს ძალას თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ“.

„თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ამჟამინდელ მთავრობასა და ოპოზიციას წავიდნენ კომპრომისზე და დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - განაცხადეს ე.წ. სამინისტროს პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, აფხაზეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება. გუშინ ოპოზიციის მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით ისინი შენობაში შეიჭრნენ.

აქციის მონაწილეები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაბათილებას და დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ.

მოგვიანებით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა დადგენილების პროექტი მიიღეს, რომლითაც დე ფაქტო პრეზიდენტ მიმართავენ „სახელმწიფოს მეთაურის“ თანამდებობიდან ვადაზე ადრე გადადგეს, თუმცა რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს.

ვინ არის ასლან ბჟანია, რომელსაც ხაჯიმბას შემცვლელად განიხილავენ - "ერთ-ერთია იმ მცირე გუდნიდან, ვინც ანქვაბს უერთგულა"

აფხაზეთის ე.წ. საკასაციო სასამართლომ "საპრეზიდენტო არჩევნების" შედეგები უკანონოდ ცნო - რაულ ხაჯიმბა გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

რა ხდებოდა აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, როცა შენობაში აქციის მონაწილეები შეიჭრნენ