ავტორი:

მამუკა ხაზარაძე - "თიბისის" ერთი ადამიანიც კი არ გამოუსახლებია... ბოტებით გაავსეს სოციალური მედია და ამას მფარველობს მმართველი პარტია"

მამუკა ხაზარაძე - "თიბისის" ერთი ადამიანიც კი არ გამოუსახლებია... ბოტებით გაავსეს სოციალური მედია და ამას მფარველობს მმართველი პარტია"

"ეს იყო იძულებითი მიყიდვა, ის არ იყო გაფუჭებული პორტფელი" - ასე პასუხობს "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" მამუკა ხაზარაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებას, რომელიც 2018 წელს სასესხო დავალიანებების ჩამოწერის აქციას შეეხებოდა.

"რაც შეეხება ამ პორტფელს, დიახ ეს იყო იძულებითი მიყიდვა. ის არ იყო გაფუჭებული პორტფელი. იმ მილიარდნახევარში, რომელიც ე.წ. ჩამოწერეს და ძირითადი, უზარმაზარი ნაწილი ბანკებს "აკიდეს", იცით, რამხელა პროცენტი იყო "თიბისი ბანკის"? მხოლოდ 6 პროცენტი. ჩვენ ეროვნულ ბანკში წერილიც გავგზავნეთ, მოვითხოვეთ განემარტათ, რამდენად სწორია ამის გაკეთება და გვითხრეს, რომ ჩვენი საქმე არ არისო. ეროვნული ბანკის თანამშრომლები ფინანსთა მინისტრის კაბინეტში დღეს და ღამეს ათენებდნენ, ბანკების იბარებდნენ: აბა, დროზეო! რომელი სისტემა გინახავთ, რომელიც ერთ თვეში წამოხტება და იტყვის, მოდით, ეს მილიარდნახევარი ჩამოვწეროთ ხუთ მილიონად.

ყველაფერს აქვს თავისი დრო, სიმართლის თქმასაც თავისი დრო აქვს. სამწუხაროა, რომ ადამიანები დღესაც ჩუმად არიან. ყველას ვგულისხმობ, ყველამ თავის გულში ჩაიხედოს. არავის ვადანაშაულებ, ყველა ადამიანს აქვს ცხოვრების თავის წესი, მაგრამ თუ ჩვენ ამ ქვეყანაზე ვფიქრობთ, არ შეიძლება კონფორმისტებად გადავიქცეთ. პირდაპირ ვლაპარაკობ, რაღაც მომენტში მეც ვიგრძენი, რომ რაღაც სისტემის ნაწილი ვარ, რომლის გარღვევა არ შეიძლება, იმიტომ, კი არა, რომ გეშინია. იმიტომ, რომ შენს თანამშრომელს „დაარტყამენ“, ასევე უამრავ ადამიანს, რომელიც შენს ბიზნესზეა დამოკიდებული, იქ პროექტს გააჩერებენ“.

მე კი არ უნდა გამოვდიოდე ახლა და საბანკო სექტორს კი არ უნდა ვიცავდე, უნდა გამოდიოდნენ ის ადამიანები, ვინც საბანკო სექტორში მუშაობს. უნდა გამოდიოდეს საბანკო ასოციაცია და უნდა არქმევდეს, რომ ეს არის მიკროსაფინანსო კრედიტებით გაუბედურებული ხალხი, უნდა თქვას, რომ ქართული საბანკო სისტემა არის ყველაზე დაბალპროცენტიანი რეგიონში, უნდა თქვას, რომ "თიბისი ბანკს" მაგ შემთხვევაში სტატისტიკურად, ერთი ადამიანიც კი არ გამოუსახლებია, ბოტებით რომ გაავსეს მთელი სოციალური მედია და ამას მფარველობს მმართველი პარტია. ახლა ხომ გააუქმა "ფეისბუქმა" არაერთი გვერდი" - განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, მამუკა ბახტაძემ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის თემაზე "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებებს გამოეხმაურა და ის სიცრუეში დაადანაშაულა. ამასთან, განცხადებაში ბახტაძემ ვალების განულების აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ გამოვრიცხავს, "ხაზარაძემ თქვას, რომ ვაიძულე, დაეთმო ის საკრედიტო პორტფელი, რომელიც საქართველოში ე.წ "შავი სიის" პრობლემის მოსაგვარებლად "ქართუ ფონდმა" საქართველოს მთავრობის თხოვნით გამოისყიდა".

"ფინანსთა მინისტრის პოსტზე ჩემი ყოფნის პერიოდში, ქართულ საბანკო სექტორში ახალი სამართლიანი თამაშის წესები დადგენა დავიწყეთ, რითაც მოსახლეობის ძარცვას და 500-600-პროცენტიანი ჯარიმა/საურავების უსამართლო დარიცხვას ერთხელ და სამუდამოდ მოეღო ბოლო. ხაზარაძის მხრიდან, ამ ინიციატივის უსაფუძვლო კრიტიკაც მოვისმინეთ. როგორც ჩანს, მას არ ეთმობოდა დრო, როდესაც ჩვენი მოსახლეობისათვის 500-600-პროცენტიანი ჯარიმა/საურავების უსამართლო დარიცხვა ჩვეულებრივი მოვლენა იყო" - ნათქვამია ბახტაძის განცხადებაში.

LIVE: დღის მნიშვნელოვანი მოვლენების შეფასება "360 გრადუსში"

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით აფრთხილებს

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა - "სამინისტროში ინფექციის გავრცელების რისკი არ არსებობს"