ავტორი:

კრემლის მიზნები შავი ზღვის რეგიონში, ჰიბრიდული ომი და საქართველოს თანამშრომლობა დიდ ბრიტანეთთან - რას წერს გიორგი გახარია პუბლიკაციაში, რომელსაც The Daily Telegraph-ი აქვეყნებს

კრემლის მიზნები შავი ზღვის რეგიონში, ჰიბრიდული ომი და საქართველოს თანამშრომლობა დიდ ბრიტანეთთან - რას წერს გიორგი გახარია პუბლიკაციაში, რომელსაც The Daily Telegraph-ი აქვეყნებს

ბრიტანულ გაზეთ "დეილი ტელეგრაფში" (The Daily Telegraph) გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: "ბრექსიტის შემდეგ დიდი ბრიტანეთი რუსეთის აგრესიისგან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაგვეხმარება", რომლის ავტორია საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია.

პუბლიკაციაში გიორგი გახარია საუბრობს დასავლეთის საერთო მიდგომაზე თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვის საკითხში, „რომელიც დღეს განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა. ამ კონტექსტში ნატოს ალიანსმა საკვანძო როლი უნდა შეასრულოს“, - წერს იგი და ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სწრაფვაზე მონაწილეობა მიიღოს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოყალიბებაში.

„საქართველო მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს თავისუფალი სამყაროს ევროპული ხედვის რეალიზებაში. სწორედ ამიტომ ვცდილობთ თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერებას, ნატოსთან დაახლოებას. საქართველოსთვის ძალზე სასარგებლოა დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობა...

როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმ რეგიონულ უსაფრთხოებაზე, სადაც საქართველო იმყოფება, ჩვენ მხედველობაში გვაქვს შავი ზღვის რეგიონი და მისი უსაფრთხოება. საქართველოსთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა უახლოესმა პარტნიორებმა აღიარონ შავიზღვიპირა რეგიონის დიდი მნიშვნელობა, კერძოდ - უსაფრთხოების პრიორიტეტების იმ მასშტაბური განხილვის ჩარჩოებში, რასაც გაერთიანებული სამეფოს მთავრობა აწარმოებს“, - წერს გიორგი გახარია და ხაზს უსვამს შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას: „შავი ზღვის რეგიონი მოიცავს ევრაზიის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიას ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს შორის. აქედან გამომდინარე, შავი ზღვის რეგიონში არსებული სამხედრო-სტრატეგიული და პოლიტიკური სიტუცია სერიოზულ შედგებს გამოიწვევს ევროპისა და ნატოს ყველა წევრისთვის. და რადგანაც საქართველო ამ რეგიონში ნატოსა და დასავლეთის საკვანძო მოკავშირეს წარმოადგენს, ამიტომაც ჩვენი ქვეყნის გაძლიერება და გამტკიცება ჩვენი საერთო მტრების შემაკავებელი ფაქტორი იქნება“.

ავტორი ეხება რუსეთის მადესტაბილიზებელ როლს შავიზღვისპირეთში და აღნიშნავს: „დღეისათვის მოსკოვი სხვადასხვა ჰიბრიდულ ინსტრუმენტებს იყენებს შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან მიმართებით. კრემლის მიზანი მარტივია: გააკონტროლოს რეგიონის ქვეყნების საგარეო პოლიტიკა და მიაღწიოს იმას, რომ ისინი რუსეთთან მიმართებით უსაფრთხონი იყვნენ და ნეიტრალურნი - დასავლეთთან. ამ მიზნით რუსეთი იყენებს თავის შეიარაღებულ ძალებს, ატარებს ძალისმიერ დიპლომატიას, მიმართავს საინფორმაციო ომის საშუალებებს და კიბერსივრცულ ზემოქმედებას, მანიპულირებს ტერიტორიული კონფლიქტებით, სარგებლობს სუსტი ადგილებით ენერგეტიკის სფეროში, მიმართავს ეკონომიკური ზემოქმედების ინსტრუმენტებს, არღვევს ინფრასქტრუქტურის საკვანძო ობიექტების მუშაობას და იყენებს ჰიბრიდული კონფლიქტის განხორციელების სხვა მრავალ მეთოდს. საქართველოს მთავრობა ამგვარ აგრესიას მტკიცედ უპირისპირდება. შეუძლებელია ვინმემ გვაიძულოს და უარი გვათქმევინოს ჩვენს მიზანზე, დასავლეთთან დასაახლოებლად.

ამას წინათ გაერთინებულმა სამეფომ და საქართველომ თანამშრომლობა დაიწყეს ე.წ. „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ ჩარჩოებში. ორივე ქვეყნის მთავრობებმა დაადასტურეს თავიანთი მზადყოფნა, წინააღმდეგობა გაუწიონ [რუსულ] აგრესიას და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება უზრუნველყონ. საკითხი ეხება ჩვენს ურთიერთობაში წინმსწრებ მეთოდებსაც, როგორებიცაა, მაგალითად, დიდი ბრიტანეთის სამხედრო ხომალდების ხშირი შემოსვლა შავიზღვისპირა ნავსადგურებში.

დღეს ომი მხოლოდ ბრძოლის ველზე არ ხდება, არამედ კიბერსივრცეშიც. ამ სფეროშიც საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს ერთმანეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა აქვთ. საქართველოს ინფრასქტრუქტურა რეგულარულად ხდება რუსეთის შეტევის ობიექტი, მაგალითად, როგორც ეს პირველ სექტემბერს მოხდა ჯანდაცვის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წინააღმდეგ. საქართველო ამ ბრძოლის წინახაზზე იმყოფება. ბუნებრივია, გაერთიანებული სამეფოც დაზარალდა ამგვარი შეტევებით, როცა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემმუშავებელი ბრიტანული ჯანდაცვის ინსტიტუტებზე კიბერშეტევა განხოციელდა.

ამჟამად საქართველოს მთავრობა, ბრიტანელ ექსპერტთა დახმარებით, კიბერსივრცეში ეროვნული უსაფრთხოების ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავებით არის დაკავებული. ამ მხრივ ლონდონის მხარდაჭერა ფასდაუდებელია, რომელიც უმნიშვნელოვანესი ელემენტი გახდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების დაცვისათვის რუსეთის აგრესიისაგან.

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და ლიდერის ისტორიულად განმტკიცებული როლი ჩვენს ქვეყანას შავი ზღვის რეგიონის კარიბჭედ წარმოაჩენს. პარტია „ქართული ოცნების“ მთავრობამ უდიდესი რესურსები მოახმარა საქართველოს გადაქცევას რეგიონულ კვანძად, მათ შორის ციფრულ ტექნოლოგიაშიც, რომლის სრული რეალიზება, დღევანდელ არასტაბილურ სიტუაციაში, შეიძლება მხოლოდ გაერთიანებული სამეფოსა და ჩვენი სხვა დასავლელი პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერით მოხდეს.

ქართველი ხალხის სახელით მინდა მადლობა ვუთხრა გაერთიანებულ სამეფოს გარეშე საფრთხეებისაგან ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის გაწეული დახმარებისათვის.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს სწრაფვა ევროატლანტიკური უსაფრთხოების სივრცისა და ნატოსაკენ შექუცევადია. საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს ამ მიზნის მიღწევა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. 31 ოქტომბერს ქართველებმა პარლამენტის ახალი შემადგენლობა უნდა აირჩიონ და თუ არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, ჩვენ შევძლებთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში პროგრესის დაჩქარებას. ჩვენ ამას ვპირდებით როგორც ქართველ ხალხს, ისე ჩვენს პარტნიორებს ლონდონში და მთელ მსოფლიოში“, - წერს პუბლიკაციის დასასრულს გიორგი გახარია.

თარგმანი: სიმონ კილაძე

წყარო

"არ შეიძლება ჯანმრთელი ადამიანი იმიტომ, რომ საშუალო ტემპერატურა აქვს 37,7, ინფექციური საავადმყოფოს პალატაში წამოგორდეს" - პრემიერი

"მე რაც ინფორმაცია მაქვს, ეს არის ერთი ადამიანი, რომელიც, შეიჭრა ბანკის ფილიალში" - პრემიერის კომენტარი ზუგდიდში მომხდარ ყაჩაღობაზე

გიორგი გახარია ჟურნალისტს - "თქვენ რომ არ გენერვიულათ ჩემს ჯანმრთელობაზე, კიდევ ერთხელ გავიტესტე"