ავტორი:

ბაგა-ბაღები თბილისში, რომლებსაც წელს დაანგრევენ - "მათ ნაცვლად ახალი ბაღები აშენდება"

ბაგა-ბაღები თბილისში, რომლებსაც წელს დაანგრევენ - "მათ ნაცვლად ახალი ბაღები აშენდება"

თბილისში, 2020 წელს 14 საბავშვო ბაგა-ბაღის დემონტაჟია დაგეგმილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, უკვე დაწყებულია დიღმის მასივში მდებარე მე-19 საჯარო ბაგა-ბაღის დემონტაჟი, დანარჩენ 13 საბავშვო ბაგა-ბაღის დემონტაჟთან დაკავშირებით კი დოკუმენტაცია მზადდება.

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დემონტაჟი შეეხება თბილისის N28; N47; N14; N125; N43; N84; N109; N6; N26; N13; N96; N50 და ვარკეთილის საბავშვო ბაღს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განუცხადა, ბაღების დემონტაჟი 2-წლიანი პროექტებია და მხოლოდ მიმდინარე წელს, 5 მილიონი ლარია გამოყოფილი.

„ბაგა-ბაღების დემონტაჟის პროცესი მომდევნო წელშიც გადავა. მათ ნაცვლად აშენდება ახალი ბაღები. ბაღის შენობები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ არის შეფასებული, როგორც ავარიული. შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მათი დანგრევისა და მათ ნაცვლად ახალი ბაღების აშენების. აღსაზრდელები გადანაწილებულები არიან ახლომდებარე ბაღებსა ან ალტერნატიულ ფართებში. დემონტაჟის სამუშაოები ეტაპორივად დაიწყება. მზადდება დოკუმენტაცია და წლის მეორე ნახევარში დემონტაჟიც დაიწყება,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

როგორ აისახება თქვენს საკრედიტო ისტორიებზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობა

რომელი სალონები ვერ გაიხსნება დღეიდან

გადაამოწმეთ ხართ თუ არა კომპენსაციის მიმღებთა რეესტრში - შემოსავლების სამსახურმა საძიებო სისტემა შექმნა