ავტორი:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გურიაში ჩასულ პრეზიდენტს ლობიო და პრასი დაახვედრეს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გურიაში ჩასულ პრეზიდენტს ლობიო და პრასი დაახვედრეს

გურიაში, კალანდობის სადღესასწაულო ღონისძიებაზე ჩასულ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ლობიოთი, მჭადით და პრასით დახვდნენ.

საკრებულოს წევრების თქმით, მათ არ უშვებენ კალანდობის დღესასწაულზე, რაც დაუშვებელია.

"ვინ მისცა სალომე ზურაბიშვილს უფლება განმისაზღვროს, საკრებულოს წევრების ადგილი საკრებულოშია, თუ სხვაგან?! როგორი სამარცხვინო პრეზიდენტიც არის, ისეთი ფარჩაკი განცხადება გააკეთა მან. სალომე, პირადად ვეტყვი ამ მოღალატე ქალს, ჩემი ადგილი საკრებულოშია თუ სხვაგან“, - განმარტა საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა.

ისინი იმასაც აპროტესტებენ, რომ კალანდის აღნიშვნა 18:00 საათზე იწყება.

"ეს არის ჩვენი აგდება. სალომეს ახირების გამო 6 საათზე გადმოიტანეს კალანდის აღნიშვნა, რაც ამ დრომდე არასდროს მომხდარა", - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბესო ქათამაძემ.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი გურიას დღეს 3-დღიანი ვიზიტით ეწვია.

ისრაელში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების პროცესის დაჩქარებაზე ისრაელის პრეზიდენტისგან თანხმობა მიღებულია

"უწიგნური, უვიცი და ბნელი..." - გიგა ბოკერია თეა წულუკიანზე

"ციხეში ისეთ თანამშრომელს ნუღარ გამოგზავნით, რომელსაც დახეული ჯინსი აცვია..." - ნინო ლომჯარიას და თეა წულუკიანის  დაპირისპირება პარლამენტში