ავტორი:

ავსტრალიის ტყის ხანძრების შედეგად წარმოქმნილი კვამლი დედამიწას შემოუვლის - რა საფრთხეზე საუბრობს NASA

ავსტრალიის ტყის ხანძრების შედეგად წარმოქმნილი კვამლი დედამიწას შემოუვლის - რა საფრთხეზე საუბრობს NASA

ავსტრალიაში ტყის ხანძრების შედეგად წარმოქმნილი კვამლი მალე მთელ დედამიწას შემოუვლის და ისევ ავსტრალიაში დაბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC NASA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კვამლმა ახალი წლის პირველ დღეს სამხრეთ ამერიკამდე მიაღწია, ხოლო 8 იანვრისთვის უკვე ნახევარი დედამიწა ჰქონდა გადაკვეთილი. NASA-ში ამბობენ, რომ კვამლი იმდენად სქელი ფენისგან შედგება, რომ ის არ იფანტება და დედამიწას სულ ცოტა, ერთხელ მაინც მოივლის.

NASA-ს ინფორმაციით, ძლიერი ხანძრისა და კვამლის შედეგად, უჩვეულოდ ბევრი ჭექა-ქუხილია. კვამლი სტრატოსფეროში 17.7 კილომეტრის სიმაღლეზეა გავრცელებული. როგორც BBC წერს, ამ ეტაპზე NASA სწავლობს, თუ რა გავლენას მოახდენს ეს ყოველივე კლიმატზე. ჯერჯერობით გადაჭრით ვერ ამბობენ, თუ რას გამოიწვევს - ტემპერატურის მკვეთრ მომატებას თუ დაცემას.

რა საფრთხე ემუქრება დედამიწას?

NASA-ს ცნობით, კვამლმა შეცვალა ცის და ზოგადად გარემოს შეფერილობა სამხრეთ ამერიკაში და მკვეთრად უარყოფითი გავლენა მოახდინა ახალ ზელანდიაზე, სადაც ჰაერი მნიშვნელოვნად დააბინძურა. ამავდროულად, შესამჩნევია ისიც, რომ თოვლის ფერი მკვეთრად გამუქდა.

ასევე, ავსტრალიის დიდ ქალაქებში, სიდნეისა და მელბურნში ჰაერის დაბინძურების ხარისხი სიცოცხლისთვის სახიფათო ნიშნულამდე მივიდა. მოსალოდნელია, რომ ჰაერის დაბინძურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუარესდება იმ ქვეყნებში, რომლებსაც კვამლი გადაუვლის, თუმცა ექსპერტები ამ ქვეყნებს ჯერჯერობით ვერ ასახელებენ .

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/4qq3kBkg2io" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

ავსტრალიაში ტყის ხანძრებს, ბოლო ინფორმაციით, 28 ადამიანი ემსხვერპლა. დამწვარია 2000-ზე მეტი სახლი. ექსპერტები ამბობენ, რომ ასეთი მძვინვარე ხანძარი კლიმატის ცვლილებითაა განპირობებული.

"წუთი, რომელიც ეგონათ, რომ არასდროს დადგებოდა..." - დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა

"საუკუნის ეპიდემიები" - ვირუსები, რომლებაც ბოლო წლებში მსოფლიოზე მძიმე კვალი დატოვეს

ვინ გახდება მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სიძე - ბილ გეითსის ქალიშვილი დაინიშნა