ავტორი:

"შვილმა დამიტოვა ფული, მინდა ჩემს სამშობლოს მივეხმაროო" - მოხუცმა ქალმა ხელოვნების სასახლეს 500 ლარი შესწირა

"შვილმა დამიტოვა ფული, მინდა ჩემს სამშობლოს მივეხმაროო" - მოხუცმა ქალმა ხელოვნების სასახლეს 500 ლარი შესწირა

"ფეისბუქზე" ხელოვნების სასახლის გვერდი, ART PALACE ხელოვნების სასახლე პოსტს აქვეყნებს, სადაც მოთხრობილია ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ შესწირა სასახლეს თანხა მოხუცმა ქალმა:

"სასახლის მესამე სართულზე რომ ამოვიდა ქშინავდა, მომერიდა ასეთ მდგომარეობაში მისი ნახვა, რომ მცოდნოდა ასაკი, თავად ჩავიდოდი, არადა მითხრეს ჩვეულებრივ მოქალაქეს უნდა შეხვედრაო.... დიახ, ერთი ჩვეულებრივი ბებოა, თითქოს არაფრით გამორჩეული, დაახლოებით 70 წლამდე იქნება, ან ცოტა მეტი... დღევანდელ დღეს არავის ულხინს, ალბათ არც მას...თუმცა ის ყველაზე უცნაური და მოულოდნელი "თხოვნით“ მოვიდა,

11 წელია ამ მუზეუმის დირექტორი ვარ და ასეთი გულწრფელი, ასეთი აუწონავი და გულუხვი საჩუქარი არავის გაუკეთებია... მან მუზეუმს 500 ლარი შესწირა, გვთხოვა ეს მისი შესაწირავი უხმაუროდ მიგვეღო... თავიდან ვიუარეთ, ძალიან ეწყინა, თვალები აუწყლიანდა, "შვილმა დამიტოვა ეს ფული, მე კი მინდა ჩემს სამშობლოს მივეხმარო და თქვენ ნუ ამიკრძალავთო“ - მითხრა და უარი უკვე ვეღარ შევბედე....

კატეგორიულად ამიკრძალა მისი სახელის გახმიანება, უანგარო ქველმოქმედება გაიღო და უხმაუროდ წავიდა.... რა მაგარი ქვეყანაა ხომ საქართველო?! მიუხედავად იმისა, რომ ბევრ შეცდომას ვუშვებთ, მიუტევებელი ხარვეზებიც ახლავს ჩვენს თანამედროვეობას, ჩვენში არიან ისეთები, რომლებიც ეპოქას ქმნიან, ეპოქას, რომელმაც საქართველო აუცილებლად გამარჯვებასთან უნდა მიიყვანოს", - ვკითხულობთ პოსტში.

დუდუ დადიანის გარდაცვალებიდან 18 წელი გავიდა - ყოფილ კალათბურთელსა და მეგობარს ია ფარულავა იხსენებს

"ნახეთ, ბაბუს ჰქონია ასეთი ლაქა-მეთქი... გაოგნებული მიყურებდა" - ედუარდ შევარდნაძეს ყოფილი რძალი ემოციურად იხსენებს

"როცა დავიბადე, ამ ამბავს დიდი სიხარული არ მოყოლია, მეორე გოგონა ვიყავი ჩემი მშობლებისთვის..." - მექა ხანგოშვილი წინაპრებსა და სახელის ისტორიას იხსენებს