ავტორი:

სკანდალის შემდეგ მეგან მარკლი კამერებთან პირველად გამოჩნდა - "ახლა ასეთი სამოსის ჩაცმას ვერავინ აუკრძალავს"

სკანდალის შემდეგ მეგან მარკლი კამერებთან პირველად გამოჩნდა - "ახლა ასეთი სამოსის ჩაცმას ვერავინ აუკრძალავს"

პრინც ჰარის ცოლი, მეგან მარკლი ბრიტანეთიდან სკანდალურად წასვლის შემდეგ კამერების წინ პირველად გამოჩნდა. ის პაპარაცებმა კანადაში შენიშნეს. ჯერ კიდევ სასექსის ჰერცოგინია ქალების თავშესაფარს ესტუმრა.

მეგანის ვიზიტი საქველმოქმედო ხასიათის იყო. თავშესაფრის ბენეფიციარებმა მოგვიანებით მეგანთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნეს.

"ნახეთ, ვისთან ერთად დავლიეთ დღეს ჩაი. სასექსის ჰერცოგინია, მეგან მარკლი გვესტუმრა, რათა ქალების პრობლემებზე გვესაუბრა“, - წერს ერთ-ერთი მათგანი "ტვიტერზე“.

საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მეგანის ჩაცმის სტილმა მიიპყრო. ის უბრალოდ გამოიყურებოდა და არ ეცვა ისე, როგორც ბრიტანეთში იცვამდა ხოლმე, როცა სამეფო ოჯახის დრესკოდის გათვალისწინება უწევდა.

მეგანს ეცვა თეთრი სვიტერი, შავი შარვალი, ჩექმა და მწვანე ქურთუკი. ის მშვიდად გამოიყურებოდა და კამერის წინ იღიმოდა.

ფანებს არ გამოჰპარვიათ, რომ სვიტერი, რომელიც მეგანს ქვემოთ მოცემულ ფოტოზე აცვია, მის გმირს, რეიჩელ ზეინს ეცვა სერიალში Suit. The Row-ს ნაქსოვი სვიტერი 1 800 დოლარი ღირს. მეგან მარკლის გულშემატკივრები ასევე აღნიშნავენ, რომ კანადაში დაბრუნების შემდეგ მისი სტილი ისეთივე გახდა, როგორიც პრინცის ცოლობამდე იყო.

მეგან მარკლი რეიჩელ ზეინის როლში
მეგან მარკლის ქუჩის სტილი პრინც ჰარისთან ქორწინებამდე

"ისე ჩაიცვა, როგორც შეეფერება“

"ნუთუ ეს ის სვიტერია, რომელიც სერიალში ეცვა?“

"როგორც იქნა, ახლა იმას ჩაიცვამს, რაც მოესურვება და ასეთი სამოსის ჩაცმას აღარავინ აუკრძალავს.“

"თავისუფლება ყველაზე ძვირფასია“. - წერენ "ტვიტერზე“ მეგანის ახალი ფოტოების კომენტარებში.

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა

აშშ-ის ადმინისტრაციის სამი მაღალჩინოსანი კარანტინში გადავიდა - მათ შორისაა ენტონი ფაუჩი

ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 1 თვეში - რა ვითარებაა სამხრეთ კორეაში, სადაც უახლოეს მომავალში შეზღუდვები სრულად მოიხსნება