ავტორი:

რუსეთის მთავრობა გადადგა

რუსეთის მთავრობა გადადგა

რუსეთის მთავრობა გადადგა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი მიზანშეწონილად მიიჩნევს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის გამოცხადებული წინადადებების ფონზე, მთავრობის სრული შემადგენლობა გადადგეს. ამის შესახებ მან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მინისტრთა კაბინეტს შორის შეხვედრის დროს განაცხადა.

„ეს ცვლილებები, როდესაც მათი მიღება მოხდება და ყველანაირი ალბათობით მოხდება, შეიტანენ მნიშვნელოვან ცვლილებებს კონსტიტუციის არა მხოლოდ ერთ პუნქტში, არამედ ხელისუფლების სრულ ბალანსში, მათ შორის აღმასრულებელი ხელისუფლების, საკანონმდებლო ხელისუფლების, სასამართლო ხელისუფლების“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ ამ კონტექსტში აშკარაა, რომ რუსეთის მთავრობამ პრეზიდენტს უნდა მისცეს შესაძლებლობა მიიღოს ყველა საჭირო გადაწყვეტილება.

„ამ პირობებში, მიმაჩნია, რომ სწორი იქნება კონსტიტუციის 117-ე მუხლის შესაბანისად მთავრობის მოქმედი შემადგენლობა გადადგეს“, - განაცხადა მედვედევმა.

თავის მხრივ, პუტინმა მთავრობას სთხოვა, სრულად შეასრულოს თავისი მოვალეობები ახალი კაბინეტის შექმნამდე.

ბრიტანელმა მეცნიერებმა  კიბოს მკურნალობის უნიკალური საშუალება აღმოაჩინეს - "არავის სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო"

ფერდინანდ პორშე-უფროსის საავტომობილო გენია - როგორ იქმნებოდა დიდი კონსტრუქტორის დიდი ბიზნესი

ვინ არიან და როგორ ცხოვრობენ  მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების შვილები?