ავტორი:

"ერთმანეთს კარგად უნდა მოვუსმინოთ, ასე ვხედავ ჩვენს დიალოგს" - რას ფიქრობს ასლან ბჟანია ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე

"ერთმანეთს კარგად უნდა მოვუსმინოთ, ასე ვხედავ ჩვენს დიალოგს" - რას ფიქრობს ასლან ბჟანია ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე

აფხაზეთში თითქმის ორი კვირაა არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციაა. აფხაზური საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისა და ოპოზიციის საპროტესტო აქციების შედეგად, ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა იძულებული გახდა გადამდგარიყო. უკვე დაინიშნა ახალი, ვადამდელი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც მარტში გაიმართება, „საპრეზიდენტო“ მარათონში კი ოპოზიციამ საკუთარ კანდიდატად მაშინვე ასლან ბჟანია დაასახელა.

ქართულ-აფხაზური ურთიერთობების რა პერსპექტივებს ხედავს აფხაზური ოპოზიციის ლიდერი, რომელიც შესაძლოა, საქართველოს ოკუპირებული რეგიონის „პრეზიდენტი“ გახდეს, რა ხედვები და იდეები აქვს გალში მცხოვრები დევნილების უფლებების დასაცავად და როგორ აფასებს თავად აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს - საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტი კობა ბენდელიანი ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატს თბილისიდან ტელეფონით ექსკლუზიურად ესაუბრა:

- ბატონო ასლან, მინდა გთხოვოთ ინტერვიუს ჩაწერა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პერსპექტივაზე თქვენი ხედვების ჩვენი მკითხველისათვის გაზიარება..

- კი ბატონო, ოღონდ, ერთი პირობით - თქვენ დაწერთ მხოლოდ იმას, რასაც მე ვიტყვი და არაფერ სხვას...

- სოხუმში მე ბევრი აფხაზი პოლიტიკოსი კარგად მიცნობს და მათ იციან, რომ რესპოდენტების ნათქვამი არასდროს დამიმახინჯებია, ღმერთმა დამიფაროს ამგვარი საქციელისგან...

- კარგი, მაშინ დავიწყოთ საუბარი, მაგრამ მე მხოლოდ 6-7 წუთი მაქვს დრო. ფეხით მივდივარ იქამდე, სადაც სამედიცინო პროცედურები უნდა ჩავიტარო. ასე რომ, დავიწყოთ...

- დიდი მადლობა. სულ ცოტა ხნის წინ თქვენთან განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ სერგეი შამბამ ერთ-ერთ ქართულ ტელეარხს მისცა ინტერვიუ, სადაც განაცხადა, რომ აფხაზეთის ახალი ხელისუფლება შეეცდება დაიწყოს ქართულ-აფხაზური პირდაპირი დიალოგი შუამავლების გარეშე. მე თქვენთან მინდა დავაზუსტო - ეს მხოლოდ ბატონი სერგეი შამბას პოზიციაა, თუ თქვენი, როგორც შესაძლოა, აფხაზეთის მომავალი პრეზიდენტის?

- თქვენ დასვით კითხვა და მე შევეცდები მასზე გიპასუხოთ. დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, მან დადებითი შედეგი მოგვცეს.

ჩემი აზრით, მნიშვნელობა არ აქვს ამ დიალოგში რამდენი მხარე მიიღებს მონაწილეობას. ამ თემაზე მე მაქვს ჩემი საკუთარი მოსაზრება და მზად ვარ იგი გავახმოვანო ნებისმიერ აუდიტორიაში - თუ საერთოდ, ჩემს აზრს ექნება რაიმე მნიშვნელობა.

ამიტომ ვამბობ, - არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ დიალოგში რამდენი მხარე იქნება ჩართული. მთავარია, ამ პროცესში ჩართული იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სურთ პროცესის ადამიანურ და მშვიდობიან ჩარჩოებში მოქცევა.

- თქვენი აზრით, ქართულ-აფხაზური პირდაპირი დიალოგის დღის წესრიგი სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს?

- თუ შორეულ პერსპექტივაზეა საუბარი, ესაა ის, რომ ორ სახელმწიფოს შორის უნდა მოხერხდეს კეთილმეზობლური, თანასწორუფლებიანი და კეთილი ურთიერთობების დამყარება. ამგვარ პერსპექტივას მე ვხედავ და მეტიც, ვიცი, როგორ შეიძლება მისი რეალიზება. საჭიროა, ჩვენ ერთმანეთს კარგად მოვუსმინოთ. დაახლოებით ასე წარმომიდგენია და ვხედავ ჩვენს დიალოგს.

- თქვენ ყურადღება შორეულ პერსპექტივაზე გაამახვილეთ. რაც შეეხება უახლოეს პერსპექტივას, რა საკითხები შეიძლება იყოს დიალოგის დღის წესრიგში?

- ვფიქრობ, რომ უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მხარეებს შორის ნდობის აღდგენა. ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას ნაბიჯები და დარწმუნებული ვარ, ეს ხელს შეგვიწყობს ჩვენი პოზიციების დაახლოებაში. ამგვარი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეკონომიკურ სფეროში წაიკითხეთ ინტერვიუ ვრცლად

"წინასაარჩევნო" ორომტრიალი აფხაზეთში - ვინ არიან "პრეზიდენტობის" გამოკვეთილი კანდიდატები და რა საფრთხე ემუქრება რაულ ხაჯიმბას

ამერიკელი დიპლომატი, აგვისტოს ომის შესახებ, მისი "სკანდალური განცხადების" სწორ ვერსიას ავრცელებს

ცხინვალის მაღაზიებში სურსათის დეფიციტი დაიწყო - რას უკავშირებენ ადგილობრივები საბაჟოზე წარმოქმნილ პრობლემებს