ავტორი:

მსოფლიოში სიდიდით მეორე ალმასი გაიყიდა - ვინ არის 50 მილიონ დოლარიანი ძვირფასი ქვის მფლობელი?

მსოფლიოში სიდიდით მეორე ალმასი გაიყიდა - ვინ არის 50 მილიონ დოლარიანი ძვირფასი ქვის მფლობელი?

მსოფლიოში სიდიდით მეორე ალმასის ქვას ახალი მფლობელი ჰყავს. 1 758 კარატიანი ძვირფასი ქვა "ლუი ვიტონის“ მოდის სახლმა შეიძინა, რაც საიუველირო ბაზარზე არსებული ბრენდებისთვის დიდი მოულოდნელობა იყო.

ალმასის ამ ქვას "სეველოს“ უწოდებენ, აქამდე უცნობი იყო თუ ვის ეკუთვნოდა ის. ქვის თავდაპირველი ღირებულება 50 მილიონი დოლარი იყო, თუმცა რამდენი გადაიხადა "ლუი ვიტონმა", უცნობია.

"ლუი ვიტონის“ ბრენდი საყოველთაოდ ცნობილია თავისი ჩანთებით. მართალია, თითქმის ათი წელია საიუველირო ბაზარზეც ცდილობს თავის დამკვიდრებას, თუმცა ის არ არის მთავარი მოთამაშე.

ახლა კი, ექსპერტები ამბობენ, რომ ასეთი ძვირადღირებული ქვის შეძენით, ბრენდმა სერიოზული განაცხადი გააკეთა და შესაძლოა, მომდევნო წლებში ძვირფასი სამკაულების ინდუსტრიაში დომინანტადაც კი მოგვევლინოს.ამ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ ბრენდმა რამდენიმე თვის წინა 16,2 მილიარდ დოლარად საიუველირო კომპანია TIFFANY & CO შეიძინა.

"მთელ მსოფლიოში ათმა ადამიანმა თუ იცის როგორ დაამუშავოს ასეთი ქვა ისე, რომ შექმნას მომხიბვლელი სამკაული, რომელშიც ადამიანები ფულს გადაიხდიან. სეველოს ყიდვა უპირატესობას განიჭებს, მაგრამ ამავდროულად, ვერც კი წარმოიდგენ ეს რამხელა რისკია, რადგანაც მას სწორი დამუშავება სჭირდება“, - ამბობს ალმასების ექსპერტი მარსელ პრუვერი.

ალმასი "სეველო" გასულ წელს ბოტსვანაში მოიპოვეს, რაც შეეხება მსოფლიოში ყველაზე დიდ ალმასს, ის 1905 წელს სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს. ძვირფასი ქვის ზომა 3 106 კარატი იყო და ის ორ ნაწილად გაყვეს, შემდეგ კი, ამ ალმასებით დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სამკაულები დაამზადეს.

დონალდ ტრამპის უმცროსი ვაჟი ინტერნეტვარსკვლავი გახდა - "მსოფლიოში ყველაზე მაღალი 13 წლის ბიჭის" ფოტოები

ბიჭუნას, რომელმაც გამოცდაზე მისასვლელად 5 კილომეტრი ფეხით იარა, თმა გაეყინა - ჩინელი მოსწავლის სულისშემძვრელი ამბავი

სენატმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო