ავტორი:

პოლიციამ დააკავა 24 წლის მამაკაცი, რომელმაც შერიგებაზე უარის გამო, ყოფილ შეყვარებულს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გაუვრცელა

პოლიციამ დააკავა 24 წლის მამაკაცი, რომელმაც შერიგებაზე უარის გამო, ყოფილ შეყვარებულს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გაუვრცელა

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს უკანონოდ გავრცელების ფაქტზე პოლიციამ 24 წლის მამაკაცი დააკავა.

ბრალდებულს, რომელიც 19 წლის გოგონას სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, შემდეგ კი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელა, 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია მითითებული, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული თ.გ. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, ინტერნეტის საშუალებით მისი გამოყენებისა და გავრცელების, ასევე შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ყოფილ მეგობარ ქალს - 2001 წელს დაბადებულ ა.გ.-ს შერიგებას სთხოვდა და სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც თ.გ.-ს მიმართ, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, შემაკავებელი ორდერი გამოიცა.

ბრალდებულმა დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები, კვლავ სთხოვდა ა.გ.-ს შერიგებას, უარის მიღების შემდეგ კი მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში უკანონოდ ატვირთა და გაავრცელა.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, გამოყენებისა და გავრცელების, ასევე, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

"მოზარდის გარდაცვალება ფარავს ყველაფერს, რომ რაიმე საშეღავათო პირობა მოვითხოვოთ" - ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულ პატრულ-ინსპექტორს პატიმრობა შეეფარდა

დაკავებული პატრულ-ინსპექტორი, რომელმაც ლისის გზაზე მოზარდი იმსხვერპლა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების მოთხოვნაზე უარს ამბობს

"მოგვიტანეს აბსურდული ანგარიში... როცა უარი განვაცხადე თანხის გადახდაზე, მცემეს, ბარის თანამშრომელი გოგო სკამს მირტყამდა" - რა გადახდა მომხმარებელს თბილისის ერთ-ერთ ბარში?