ავტორი:

თბილისის შემოსასვლელთან ჯიპი გზიდან გადავიდა და კლდეს შეეჯახა - დაშავებულია 6 ადამიანი

თბილისის შემოსასვლელთან ჯიპი გზიდან გადავიდა და კლდეს შეეჯახა - დაშავებულია 6 ადამიანი

თბილისის შემოსასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჯიპის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და კლდეს შეეჯახა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, დაშავდა 6 ადამიანი. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტი და საპატრულო პოლიცია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ხელვაჩაურში ხანძრს ცოლ-ქმარი ემსხვერპლა, დაშავებულია მათი შვილი

რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალზე ავტომობილი ამობრუნდა - გარდაცვლილია 2 ახალგაზრდა

ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია