ავტორი:

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარი საზარელი ავარიის დეტალები - გარდაცვლილი 23 წლის ქალი და 5 წლის ბავშვი ბიძაშვილები იყვნენ

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარი საზარელი ავარიის დეტალები - გარდაცვლილი 23 წლის ქალი და 5 წლის ბავშვი ბიძაშვილები იყვნენ

ქუთაისი-სამტრედიის დამაკავშირებელ გზაზე გუშინ გვიან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილები შუახევის მუნიციპალიტედიდან იყვნენ. არსებული ინფორმაციით, სოფელ ბაშის მონაკვეთზე ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შემდეგაც ავტომობილი გამყოფ ზოლს დაეჯახა. ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, მცირეწლოვანი ბავშვი კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპა. ავარიისას კიდევ ორი ადამიანი დაშავდა, ისინი ქუთაისის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

როგორც Ambebi.ge-სთვის გახდა ცნობილი, გარდაცვლილები ბიძაშვილები იყვნენ - 23 წლის სოფო და 5 წლის ბარბარე დავითაძეები, ისინი სვანეთიდან აჭარაში ბრუნდებოდნენ, როდესაც ავარია მოხდა.

სოფო დავითაძე საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის შუახევის ბიუროში მუშაობდა. ფაქტს შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე გამოეხმაურა და გარდაცვლილთა ოჯახს მიუსამძიმრა.

"შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის და პირადად ჩემი სახელით, გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მუნიციპალიტეტის მკვიდრი ორი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და მათ ახლობლებს", - აღნიშნა ფუტკარაძემ მომხდართან დაკავშირებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს.

ავარიას თბილისში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ემსხვერპლა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა - ეპიცენტრი დედოფლისწყაროსთან დაფიქსირდა

ჩოხატაურის საზოგადოებრივ ცენტრში აფეთქება მოხდა