ავტორი:

"მინდა, სიმართლე მოისმინოთ ჩემგან, არა როგორც პრინცისგან არამედ, როგორც ჰარისგან" - სამეფო სკანდალზე ჰარი პირველად ალაპარაკდა

"მინდა, სიმართლე მოისმინოთ ჩემგან, არა როგორც პრინცისგან არამედ, როგორც ჰარისგან" - სამეფო სკანდალზე ჰარი პირველად ალაპარაკდა

დიდი ბრიტანეთის სამეფო სკანდალზე პრინცი ჰარი პირველად საუბრობს. განცხადება სასექსის ჰერცოგმა უინძორების სამეფო კარის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.

ჰარიმ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომლის გამოც სამეფო ოჯახის წევრის სტატუსსა და პრივილეგიებზე, ასევე სახელმწიფოს დაფინანსებით ცხოვრებაზე უარი თქვა.

პრინცის თქმით, სურს ყველამ გაიგოს, რომ მისი და მეგანის გადაწყვეტილება გაქცევას არ ნიშნავს.

"მინდა, სიმართლე მოისმინოთ ჩემგან, არა როგორც პრინცისა და ჰერცოგისგან, არამედ როგორც ჰარისგან.

დიდი ბრიტანეთი ჩემი სახლი და ადგილია, რომელიც მიყვარს, ეს არასდროს შეიცვლება.

მე გავიზარდე თქვენი მხარდაჭერით და ვხედავდი თუ როგორ მიიღეთ მეგანი, როცა ნახეთ როგორი ბედნიერი და შეყვარებული ვიყავი. ვიცი, რომ წლების განმავლობაში კარგად გამიცანით იმდენად, რომ მენდოთ და იცოდეთ, რომ ქალს, რომელიც ცოლად ავირჩიე, ჩემი მსგავსი ღირებულებები აქვს. ის ისევ ისეთია, როგორიც შემიყვარდა. ორივე ჩვენგანი ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვეძლება და ქვეყნისთვის ჩვენს როლს სიამაყით შევასრულებთ.

როცა მე და მეგანი დავქორწინდით, აღტაცებულები და იმედით სავსენი ვიყავით და ასევე მზად, რათა ქვეყნისთვის გვემსახურა.

გადაწყვეტილება, რომელიც ჩემი ცოლისთვის მივიღე, არ იყო მარტივი. ძალიან დიდხანს ვსაუბრობდით ამ თემაზე და სხვა გზა არ არსებობდა.

მინდა იცოდეთ, რომ არ გავრბივართ და არ გტოვებთ. იმედი გვქონდა, რომ დედოფლისთვის და გაერთიანებული სამეფოსთვის სამსახურის გაგრძელებას შევძლებდით, მაგრამ სახელმწიფოს დაფინანსების გარეშე. სამწუხაროდ, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

ყოველივე მე არ მცვლის. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვემსახურო ამ ქვეყანას და დედოფალს.

როცა 23 წლის წინ დედა დავკარგე, თქვენი ფრთების ქვეშ შემიფარეთ. მე ყოველთვის განსაკუთრებულ პატივს ვცემდი ბებიას და წარმოუდგენლად მადლიერი ვარ მისი და ოჯახის დანარჩენი წევრების იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მეგანს და მე ბოლო თვეების განმავლობაში გვაჩვენეს“, - ამბობს პრინცი ჰარი.

პრინცმა ჰარიმ და მისმა ცოლმა, მეგან მარკლმა დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრის სტატუსსა და პრივილეგიებზე უარი თქვეს, რასაც ბრიტანეთში სკანდალი მოჰყვა. დიდ ბრიტანელთა ნაწილი განაწყენდა, ნაწილმა კი წყვილს გადაწყვეტილება მოუწონა. მეგანისა და ჰარის განცხადებით, ისინი დროის ნაწილს კანადაში, ხოლო ნაწილს ინგლისში გაატარებენ.

სკანდალური გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მეორე დღეს მადამ ტიუსოს მუზეუმიდან ჰარისა და მეგანის ცვილის ფიგურები გაიტანეს. სამეფო სახლმა კი მალევე გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც, წყვილი ვეღარ გამოიყენებს სტატუსს "მისი უმაღლესობა." მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა დედოფალმა ელისაბედმაც. მისი თქმით, მხარს უჭერს თავის შვილიშვილს, თუმცა ერჩივნა, რომ ასე არ მომხდარიყო.

ბრიტანული გამოცემები წერენ პრინც ჰარისა და პრინც უილიამს შორის არსებულ უთანხმოებაზეც, თუმცა კენსინგტონის სასახლეში აღნიშნულს არ ადასტურებენ.

სან დიეგოს ზოოპარკში მაიმუნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინა გაუკეთეს

"ნუთუ ეგონათ, რომ ჩუმად ვიქნებოდით..."-  რაში ადანაშაულებენ ერთმანეთს სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი და ბუკინგემის სასახლე?

თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფას 11 სამხედრო ემსხვერპლა - რას უკავშირებენ ქვეყნის თავდაცვის უწყებაში მომხდარს